ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

ყავის მარცვლებში შემავალი კოფეინი შველის შეშუპებას, წვავს ცხიმსა და ებრძვის ცელულიტს, ხოლო ანტიოქსიდანტები, ანუ ვიტამინები - აახალგაზრდავებს და ასწორებს კანს.

ყავას დაუვიწყარ სურნელებას აძლევს ეთეროვანი ზეთები, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, აფხიზლებს ადამიანს, დევნის ძილს, შველის დაღლილობას, ამძაფრებს რეაქციასა და ყურადღებას. მასტიმულირებელი მოქმედება ახასიათებს კოფეინსაც, აყუჩებს ტკივილს, ამიტომაც ფარმაკოლოგები ხშირად რთავენ სხვადასხვა ანალგეტიკის შემადგენლობაში. განსაკუთრებით ეფექტიანია ზოგადად თავის ტკივილისა და შაკიკის დროს. კოფეინის შემცველ წამალს უნიშნავენ ძალ-ღონის აღსადგენად, დაბალწნევიანებსა და შენელებული გულის ცემისას. ამ შემთხვევაში ყავაც შეუცვლელია - შეგიძლიათ თამამად დალიოთ.

ყავა შეიცავს მიკრო- და მაკროელემენტების კომპლექსს: მაგნიუმს, მანგანუმს, იოდს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, AA, DD, P ვიტამინებს.

გაცივების დროს ჟოლოს ჩაიზე ნაკლებად არ მოქმედებს ყავა. მასში შემავალი ნივთიერებები ათხელებს ლორწოს, აუმჯობესებს ამოხველებას. ყავა მსუბუქი შარდმდენისა და გამხსნელის თვისების წყალობით წმენდს ორგანიზმს წიდებისგან.

ყავა სასარგებლოა გულისთვისაც, თუკი მას ზომიერად დალევთ (დღეში 2-3 ფინჯანი), აუმჯობესებს მიოკარდიტის ფუნქციას და იცავს დაავადებებისგან. დაფქული ყავა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხსნადი. სასურველია, ყავა დალიოთ რძით, რომელიც კარგად მოქმედებს მიოკარდიტზე.

ცნობისთვის: არაბული რეცეპტის მიხედვით: ყავა კარგავს სასარგებლო თვისებებს, თუ ხანგრძლივად ადუღებთ ან გააცხელებთ, ამ შემთხვევაში ის გულ-სისხლძარღვებზე ცუდად მოქმედებს.