ვერცხლიანი წყალი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ვერცხლიანი წყალი - მკურნალი

უძველესი დროიდან ამზადებდნენ და სვამდნენ "ვერცხლის წყალს". მისი მომზადების წესი მარტივია: საკმარისია წყალში მოათავსოთ ვერცხლის ნივთები: კოვზი, მონეტა, მედალიონი და სხვ. ვერცხლი სპობს მიკრობებს. ის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ადამიანის დღეღამური ნორმაა საშუალოდ 88 მკგ ვერცხლი.

ორგანიზმის "ვერცხლის მარაგი" ინახება ტვინში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში, ღვიძლში, თირკმლებსა და ძვლებში. გთავაზობთ იმ დაავადებათა სიას, რომელთა სამკურნალოდაც გამოიყენება ვერცხლის წყალი.

ქრონიკული გასტრიტი და კოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, უქვო ქოლეცისტიტი, დიარეა, დისბაქტერიოზი, ანგინა, გრიპი, რინიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, პაროდონტოზი, გინგივიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ჩირქოვანი ჭრილობები, მუწუკები, ფერისმჭამელები, დამწვრობისას - ჩირქოვანი იარები, დერმატოზი, ეგზემა.

გთავაზობთ რეცეპტებს:

...გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ვერცხლის წყალი, სურდოს დროს 2 დღის განმავლობაში დღეში 2-ჯერ ჩაიწვეთეთ ცხვირში.

...პირის ღრუს დაავადებების დროს კბილების გახეხვის დროს პირის ღრუში გამოივლეთ ვერცხლის წყალი და დალიეთ 2-3 ყლუპი.

...სასუნთქი გზების, პნევმონიისა და ფილტვების ანთების დროს დალიეთ 1/2 ჩ/ჭ ვერცხლის წყალი.

...ვერცხლის წყალი ყელში გამოივლეთ, გაიკეთეთ ინჰალაცია.

...კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ვერცხლის წყალი დღეში 2-3-ჯერ, სასურველია, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

დაიხსომეთ, მკურნალობას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, პროფილაქტიკისთვის მისი მიღება უნდა გააგრძელოთ (შეგიძლიათ დოზა შეამციროთ).

...კანის დაავადებების (ჩირქოვანის, სოკოვანისა და ლორწოვანი გარსის, დამწვრობის, ეგზემის, დერმატოზების) დროს კანი გაიწმინდეთ ვერცხლის წყლით, გაიკეთეთ კომპრესები, დაიდეთ სველი საფენები.

...პედიატრიაში: რეკომენდებულია 1 წლამდე ასაკის ბავშვის აბაზანას დაემატოს ვერცხლის წყალი. შეშუპების, გაწითლების, გამონაყარის, გამოყელვისა და სხვა დაავადებების დროს - ბავშვს კანი გაუწმინდეთ ვერცხლის წყალში დასველებული ტამპონით.