ნაძვი - მკურნალი - კვირის პალიტრა

ნაძვი - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში ძალიან ბევრი რეცეპტია, რომელშიც გამოიყენება ნაძვი.

აი, ზოგიერთი მათგანი:

1. ორგანიზმის გასაწმენდად რადიოაქტიური ნივთიერებებისა და სხვა ტოქსინებისაგან, ჩ ვიტამინით გასამდიდრებლად 40-50 გ ნაძვის დაკეპილი წიწვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. შემდეგ ისევ გაწურეთ. გემოს გასაუმჯობესებლად ნაყენს დაამატეთ ლიმონის მჟავა (1ჩ/კ:1ლ), შაქარი (1ს/კ:1ლ), მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ დღეში 4-5-ჯერ.

2. იმუნიტეტის ასამაღლებლად და ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად 40-50გ წვრილად დაჭრილი წიწვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 2ლ წყალი, დაამატეთ დაქუცმაცებული 1 ს/კ ხახვის ფურცელი და 1 ჩ/კ უპანის ფესვები, ან მისი ფხვნილი (იყიდება აფთიაქში), 20 წუთი ადუღეთ, შემდეგ დაამატეთ წინასწარ ორთქლზე დამბალი და დაჭყლეტილი ასკილი და კიდევ 1 წუთი ადუღეთ. გადმოდგით, ჩაასხით თერმოსში (ან ქვაბი შეფუთეთ და ისე გააჩერეთ) 10-12 საათი, გადაწურეთ და მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ და შეინახეთ მაცივარში. დღე-ღამის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ 1ლ-დან 2 ლ-მდე. ნაყენი ძლიერი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

3. წიწვების აბაზანა ამაგრებს ნერვულ, იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, შველის ცისტიტს და ქალური სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს. აბაზანისთვის შეიძლება გამოიყენოთ არა მარტო წიწვი, არამედ ტოტები და გირჩებიც. ერთი აბაზანისთვის 1,5კგ წიწვს (ტოტი, გირჩი), დასხით 5ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე, ნაყენი გააჩერეთ 12 საათი, ჩაასხით აბაზანაში. ნაყენი უნდა იყოს ყავისფერი. პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთია, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 380ჩ. მკურნალობის კურსია 10 პროცედურა. სასურველია, აბაზანა მიიღოთ ძილის წინ.

სანამ მკურნალობას დაიწყებთ, კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.