ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

ხველების დროს: 2 ს/კ კვლიავის თესლი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 3 საათის შემდეგ გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნაყენი

2-3-ჯერ დღეში.

ასთმას შველის: 400 გ გახეხილი კოჭა ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით სპირტი. 2 კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ. გაწურეთ მარლაში. 1 ჩ/კ ნაყენი გახსენით 1/2 ჩ/ჭ წყალში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ საუზმისა და სადილის, ან სადილისა და ვახშმის შემდეგ.

ბრონქიტის დროს: 1 ჩ/ჭ გახეხილ პირშუშხას დაასხით 200 მლ არაყი, გააჩერეთ 1 დღე-ღამე, გაწურეთ, შეურიეთ 100-100 გ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი, 1/2 ჩ/ჭ ნიგოზი, 100 გ თაფლი და 2 ცალი დაჭრილი ლიმონი. ავადმყოფობის დასაწყისში მიიღეთ თითო ჩ/კ, შემდეგ დღეებში კი თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

დეპრესიის დროს: 250 გ გარეცხილ შვრიას დაასხით 1 ლ ცივი წყალი და მოხარშეთ. გააჩერეთ ცოტა ხანს, გაწურეთ და დალიეთ თაფლით შემტკბარი დღის განმავლობაში.

ნაბახუსევს შველის: 1 ს/კ ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებს დაამატეთ 2 ჩ/ჭ წყალი და 20 წუთი ადუღეთ. გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.

ოსტეოქონდროზის დროს: 200-200 გ გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში და ნიგოზი ათქვიფეთ მიქსერით, მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

ტონუსის ასამაღლებლად: 750 გ გოგრის წვენს დაამატეთ 2 ჩ/ჭ პომიდვრის წვენი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაამატეთ მარილი და შაქარი და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.