იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ქაცვი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მჟავებს (ვაშლისა და ღვინის), C, B1, B2, B6, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, 15 სხვადასხვა მიკროელემენტს, მათ შორის,

მანგანუმს, ალუმინს, მაგნიუმს, სილიციუმს. ქაცვის ნაყოფში ბევრია A და F ვიტამინები, რომლებიც ტონუსს მატებენ, აახლებენ და იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისგან.

თმის ცვენის დროს: 0,5 მლ ქაცვის ზეთს კარგად შეურიეთ 1კვერცხის გული, თითო-თითო ს/კ ალოეს, ხახვის, ლიმონის წვენი და ბირკის ზეთი და დაბანის წინ შეიზილეთ თმის ძირებში. შემოიხვიეთ ცელოფანი და ზემოდან ხაოიანი პირსახოცი. 1 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

გრეიპფრუტის წვენი, რომელიც მდიდარია ეთეროვანი ზეთით, მინერალებით,  B1, D, P  და C ვიტამინებით, ათეთრებს კანს, აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს და ფერისმჭამელებს.

სახის კანის გამწმენდი ნიღბისთვის ერთმანეთს შეურიეთ 1 ს/კ გრეიპფრუტის და 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი, 1 ჩ/კ არაჟანი და 1 ს/კ ბრინჯის ფქვილი, წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით გრეიპფრუტის წვენი. შეიშრეთ, ჩამოიბანეთ.

C ვიტამინით მდიდარია ლიმონის ქერქიც და რბილობიც. ის ასევე უხვად შეიცავს ლიმონის მჟავას, პექტინებს, ფლავონოიდებს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სპილენძს,  B1, B2,  P ვიტამინებს.

თუ კანი გიოფლიანდებათ, გიპრიალებთ და მუწუკებიც გაქვთ, დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ ლიმონის წვენით.

მტვრევადი ფრჩხილის გასამაგრებლად 5-10 წუთით ჩააწყვეთ თითები 2 ს/კ ზეითუნის ზეთის, 1 ლიმონის წვენის და 2 წვეთი იოდის ნარევში. ხელებზე გადაივლეთ მხოლოდ წყალი.

კაროტინით მდიდარი სტაფილო, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება  A ვიტამინად, ასევე შეიცავს  C, B, D, E  ვიტამინებს; მინერალებს: კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, მაგნიუმს, მანგანუმს, ეთეროვან ზეთებს, ორგანიზმისთვის აუცილებელ ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას - სტეროლს, ფერმენტებს. სტაფილოს ნიღბები იდეალურია ნებისმიერი სახის კანისთვის.

ნაოჭების დროს: წმინდად გახეხილ 2 სტაფილოს შეურიეთ 2 ს/კ კარტოფილის სახამებელი ან ახალმომზადებული კარტოფილის პიურე და 1 კვერცხის გული. ნიღაბი დაბანილ სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი შეისხურეთ ცივი წყალი.