დალიეთ, მაგრამ ზომიერად!.. - კვირის პალიტრა

დალიეთ, მაგრამ ზომიერად!..

უძველესი დროიდანვე ითვლებოდა წითელი ღვინო არა მარტო კეთილშობილ სასმელად, არამედ სამკურნალო სითხედაც. მას იღებდნენ მადის გასაუმჯობესებლად,

სისუსტის, ციებისა და მუცლის ტკივილის დროს. მას ასმევდნენ არა მარტო მოზრდილებს, არამედ ბავშვებსაც. მედიცინა მიიჩნევს, რომ წითელი ღვინის ზომიერად მიღება დაბლა სწევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს, წითელი ღვინის სასწაულმოქმედი ძალის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი. თუმცა მედიცინა ამ ფენომენს ხსნის ყურძნის მარცვლის კანში წითელი პიგმენტების არსებობით, რომლებიც მიეკუთვნება ბუნებრივ ანტიდამჟანგავებს. ეს ჰიპოთეზა შეიძლება გავრცელდეს წითელი ფერის განსაზღვრული ჯიშის ყურძენზე, ქლიავზე. წითელ ღვინოში ასევე აღმოჩენილია ტანინი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შესქელებას (ე.ი. თრომბის წარმოქმნას). თუმცა, ნებისმიერი ალკოჰოლის არაზომიერად და სისტემატურად მიღება ძალიან მავნებელია ღვიძლისა და ნერვული სისტემისთვის. ასევე, წითელმა ღვინომაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, თავის ტკივილი, დაარღვიოს საჭმლის მონელების პროცესი. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, წითელი ღვინო რომ უვნებელი იყოს, უნდა მივიღოთ მხოლოდ 50 გ-დან 250 გ-მდე, ისიც ჭამის წინ...

წითელი ღვინო აძლიერებს მადას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.