გიწვევთ სილამაზის სალონში - კვირის პალიტრა

გიწვევთ სილამაზის სალონში

გთავაზობთ სახის კანის პილინგის (გაწმენდის) რეცეპტებს:

ლ შეურიეთ ერთმანეთს თითო ჩ/კ ცხიმიანი ხაჭო, თაფლი და შაქარი - წაისვით სახეზე და 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პილინგს აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც.

ლ 3 ს/კ შაქარს დაამატეთ 5 წვეთი ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე და 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ლ 2 ს/კ შვრიის ფანტელს დაამატეთ 1/8 სუფთა წყალი. ფაფა წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.

ლ 3 ს/კ დაფქულ ნუშის გულს დაამატეთ 3 ს/კ უცხიმო იოგურთი. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და სახე დაიბანეთ წყლით.

ლ 1 ჩ/კ შვრიის ბურბუშელას დაამატეთ 1 ჩ/კ საჭმელი სოდა, სახეზე წაისვით წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. ფერიმჭამელები გაქრება.

ლ სკრაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთს ნახევარ-ნახევარი ს/კ არაჟანი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ დაფქული ყავა, წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ლ სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ შემთბარი თაფლი, 1/2 ს/კ დაფქული ბრინჯი და ამდენივე თეთრი თიხა (იყიდება აფთიაქებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში), წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.