რჩევები სურდოსა და გრიპის დროს - კვირის პალიტრა

რჩევები სურდოსა და გრიპის დროს

1. არომათერაპია და ინჰალაცია. აეროფიტოთერაპია გაცივების მკურნალობის ახალი მეთოდია. ოთახში აანთეთ ევკალიპტის ან თავშავას ზეთის არომატული ლამპა.სწრაფად გამოჯანმრთელდებით. ეპიდემიის დროს ისუნთქეთ რეჰანისა და ქინძის ზეთის ნარევი. ამ ნაერთს 30-ჯერ მეტი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

2. სიცხემ აგიწიათ, გამცივნებთ, სახსრები გტეხთ - სურდოს ამ სიმპტომების გამოვლინებისთანავე ორგანიზმს სჭირდება წოლითი რეჟიმი და სრულფასოვანი ძილი.

3. დღის განმავლობაში მიიღეთ 8-10 ფინჯანი ცხელი სითხე - ეს ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა გაცივების დროს, პიტნის ჩაის დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ლიმონის წვენი. ხველა გაგივლით.

4. ყელის ტკივილის დროს: ა) მიიღეთ 1ჩ/ჭ თაფლიანი თბილი რძე. ეს მოგიხსნით ტკივილს და ფხაჭნის შეგრძნებასაც.

ბ) ყელში გამოივლეთ თაფლიანი წყალი (1 ჩ/ჭ თაფლი: 0,5 ლ წყალი) ყოველ 0,5 საათში ერთხელ. ეს სითხე მოსწონს პატარასაც, რადგან ის ბევრად გემრიელია, ვიდრე მარილის, სოდისა და იოდის ნაერთი.

5. სურდოს დროს ცხვირის გაჭედვა არცთუ იშვიათია, ამ დროს სასარგებლოა არა უმეტეს 5-წუთიანი ფეხების აბაზანა. სისხლი გადადის ფეხებში, ცხვირის ძარღვები კი ვიწროვდება და სურდოც ქრება...

6. გაცივების დროს აუცილებელია ოთახის განიავება. სუფთა ჰაერი საჭიროა თქვენთვის და ახლობლებისთვისაც. თუ სიცხე არა გაქვთ, შეგიძლიათ 5-10 წუთი გაისეირნოთ (არა თოვასა და ქარ-წვიმაში).