ეს ტონზილიტია - კვირის პალიტრა

ეს ტონზილიტია

ტონზილიტის მკურნალობისას და პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ხალხური მეთოდებიც გამოიყენოთ.

დაქუცმაცებულ 4-5 კბილ ნიორს დაამატეთ 2 ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული სალბი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 15 წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ 45 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ 0,25 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ და ყელში გამოივლეთ ყოველ 30 წუთში ერთხელ.

- თითზე დახვეული დოლბანდით წაისვით გლანდებზე ცოტა ანადუღარწყალგარეული ნივრის წვენი, შემდეგ კი დინდგელის ნაყენი.

- ახალგამოწურული ჭარხლის 1 ჭიქა წვენს დაამატეთ 1 ს/კ ძმარი, გააჩერეთ ცოტა ხანს, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში. შეგიძლიათ (1ს/კ) გადაყლაპოთ.

- დღეში ერთხელ უზმოზე მიიღეთ 1 ჩ/კ ალოეს წვენი (მცენარე უნდა იყოს 2 წლის მაინც). მკურნალობის კურსია - 10 დღე. შეისვენეთ 1 თვე და საჭიროების შემთხვევაში გაიმეოროთ.

- ალოეს წვენისა და თაფლის (1:3) ნარევი ყოველდღე უზმოზე წაისვით გლანდებზე ორი კვირის განმავლობაში.

- 3-5 ცალ მიხაკს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ ერთ ან ოთხ ჯერზე. პროცედურა ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

- შეურიეთ ერთმანეთს 2 წილი ცაცხვისა და 3 წილი გვირილის ყვავილი. დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ 1 საათი, გაწურეთ. გამოივლეთ ყელში. ნაყენი შეიძლება თაფლით დაატკბოთ.