დავიცვათ ფეხები ვარიკოზისაგან - კვირის პალიტრა

დავიცვათ ფეხები ვარიკოზისაგან

ყოველდღე თითქმის 19000-მდე ნაბიჯს ვდგამთ, წელიწადში გავდივართ 2000 კილომეტრს, სიცოცხლის მანძილზე კი 1 500 00 კმ-ზე მეტს. გამოდის, რომ 3,5-ჯერ ვუვლით დედამიწას.წარმოიდგინეთ, როგორი დატვირთვის ატანა უწევს ფეხებს. გასაკვირი არ არის, რომ საღამოს გვტკივა და გვტეხს, შეშუპებულია და დაბუჟებული.

სამწუხაროდ, ამას ერთი დღის დაღლილობა კი არ იწვევს, არამედ ეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების უტყუარი ნიშნებია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ვარიკოზი - ფეხზე სიარულის საზღაურია, ხოლო ფეხმძიმობა ვენური სისტემის ნამდვილი გამოცდა.

ფეხების ვენები წლის განმავლობაში გადაქაჩავენ 3000 ლ სისხლს, ამასთან არტერიული ვენურ სისხლთან შედარებით უფრო სქელია და ნელა მიედინება. რათა ვენებში სისხლმა კარგად იმოძრაოს, მათ უნდა შევუნარჩუნოთ სიმკვრივე, ელასტიკურობა და ტონუსი. ამისათვის ექიმი-ფლებოდოგები გვთავაზობენ სამკურნალო მცენარეების დახმარებით ვენური სისტემის გაჯანსაღების პროგრამას, რომელიც 4 ეტაპს მოიცავს:

- პირველ ეტაპზე უნდა ვიზრუნოთ ვენების კედლების ელასტიკურობასა და სიმაგრეზე, ხელი შევუშალოთ თრომბის წარმოქმნას, რაშიც დაგვეხმარება სალიცილის მჟავას (ასპირინის) შემცველი მცენარეები. მცენარეული ასპირინი ათხელებს სისხლს და დაბლა სწევს მაღალ ტემპერატურას. სალიცილის მჟავათი მდიდარია ვერხვის, ტირიფისა და შავი ოფის ქერქი, ტავოლგა (ბალახია), იორდასალამის ფესვები, კამა, წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო, შავი ქლიავი, ფორთოხალი, ბეგქონდარი (გამხმარი), გარდა ამისა - ქიშმიში, თაფლი.

ვენების სისხლძარღვების გამაგრებას ხელს უწყობს გლიკოზიდ რუტინის შემცველი მცენარეები - თამბაქოს ფოთლები, წიწიბურა, იაპონური სოფორას ყვავილის კვირტები.

მათ ნაცვლად შეგიძლიათ ვერხვის ან ტირიფის ქერქს დაამატოთ რომელიმე მჟავა - ლიმონის, რძის, ქარვის და აუცილებლად მიიღეთ დღეში 2-ჯერ 0,1 გ ჩ ვიტამინი.

- მეორე ეტაპზე საჭიროა დარეგულირდეს მოგრძო ტვინში სისხლძარღვების ცენტრის მუშაობა, რომელიც პასუხს აგებს სისხლძარღვების ტონუსზე, სისხლის მიმოქცევასა და ნორმალურ წნევაზე, რისთვისაც საკმარისია დღეში 2-ჯერ 10-15 წუთი ისუნთქოთ როზმარინის ან ჩინური ლიმონურას ეთეროვანი ზეთი - დააწვეთეთ არომალამპაზე ან ინჰალატორზე ან მიიღოთ დღეში 2-ჯერ კრაზანას ან სალბის ნაყენი. კრაზანა ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას, სალბი კი აფართოებს სისხლძარღვებს, ხსნის სპაზმებს და ამცირებს სისხლძარღვების კედლების გამტარობას.

- მესამე ეტაპზე უნდა მოწესრიგდეს ღვიძლისა და ფილტვების მუშაობა, ორივე ორგანო დიდ როლს ასრულებს ვენური სისხლის გაწმენდაში ტოქსინებისა და ნახშირორჟანგის აირებისგან და ამდიდრებს მას ჟანგბადით. ვენების იდეალურ მდგომარეობას ხელს უწყობს ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები და ფოსფოლიპიდები, რომლებსაც შეიცავს ცივი გამოხდის მცენარეული ზეთები, კაკალი, მზესუმზირა, ცხიმიანი თევზი (კალმახი, თინუსი, ორაგული, ქაშაყი და მოლუსკები).

- მეოთხე ეტაპია - დამაგრდეს მიღწეული შედეგები. აირჩიეთ ნებისმიერი ამ სამი მცენარიდან წითელი სამყურა, ოროვანდი ან ბაბუაწვერას ფესვები. დაფქვით და მიიღეთ 1/2 ჩ/კ ფხვნილი 2-ჯერ დღეში, წყალთან ან საჭმელთან ერთად. ეს მცენარეები ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, გაწმენდას, ხელს უშლის ანთებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.