გემრიელიც და სასარგებლოც - კვირის პალიტრა

გემრიელიც და სასარგებლოც

შუადღის შესვენებისას კაკლით (თხილი, მიწის თხილი, ნუში...) წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას.

ნიგოზი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის, მკურნალობისა და დაღლილობის მოსახსნელად, ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს.

ნიგოზი მიკროელემენტ ბორის ერთადერთი წყაროა, რომელიც საჭიროა ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის, ამცირებს მოტეხილობის რისკს, სახსრების ტკივილსა და ტეხას. ნიგოზი შეიცავს სპილენძს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის აწევას, ამდიდრებს უჯრედებს ჟანგბადით, განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, თუ დიდხანს გიწევს გაუნიავებელ ოთახში ყოფნა.

ნიგოზში ბევრი მინერალი (კალიუმი, კალციუმი და სხვ.) და მიკროელემენტია, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელიც აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს.

ნიგოზი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯერ ცხიმებს, დამტკიცებულია, რომ ვინც ყოველდღე ჭამს არანაკლებ 5 ცალ ნიგოზს, სისხლში ქოლესტერინის დონე 12%-ით უმცირდება.

ლეციტინი, რომელსაც ნიგოზი შეიცავს, ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ხოლო მაგნიუმი - ებრძვის სტრესს, E ვიტამინი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, სელენი და იოდი ასტიმულირებენ ჯირკვლების ფუნქციას.

ნიგოზი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ააქტიურებს სისხლის მოძრაობას.

თხილი აძლიერებს იმუნიტეტს და ამშვიდებს ნერვებს.

მიწის თხილი აძლიერებს ყურადღებას;

ნუში ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.