დაიკლებთ ერთ დღეში... - კვირის პალიტრა

დაიკლებთ ერთ დღეში...

წონის დასაკლებად შეარჩიეთ დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული ერთდღიანი დიეტის ვარიანტებიდან თქვენთვის სასურველი ვარიანტი, მოიკრიბეთ ნებისყოფა, განეწყვეთ მორალურად დიეტისთვის, წინა საღამოს არ ივახშმოთ, დალიეთ მცენარეული ჩაი (სასურველია გვირილის), მიიღეთ აბაზანა და სულ მცირე, დაიკლებთ 1კგ-ს.

ვაშლის დიეტის ვარიანტები:

1. 1,5 კგ ვაშლი შეწვით აირღუმელში, გაყავით 5-6 ნაწილად და მიირთვით.

2. 1,5-2 კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი (გათლილი) გაყავით 8 ნაწილად და მიირთვით. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დალიეთ ახალგამოწურული 4 ჩ/ჭ ვაშლის წვენი.

3. თუ გიძნელდებათ მთელი დღე ვაშლის დიეტის დაცვა და შიმშილი შეგაწუხებთ, დაუმატეთ ხაჭო: 750გ ვაშლი და 150გ უცხიმო ხაჭო გაყავით 3 ულუფად და მონაცვლეობით შეჭამეთ, გამოგივათ 6-ჯერ ჭამა.

პლუსი: ვაშლი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ორგანიზმს. შემწვარი ვაშლი პექტინის წყაროა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო აბსორბენტია.

მინუსი: ვისაც მომატებული მჟავიანობა აქვთ, ვაშლის დიეტა მათთვის არარეკომენდებულია.

თევზისა და ბოსტნეულის დიეტის ვარიანტები:

1. 400გ უმარილოდ მოხარშული თევზი გაყავით 4 ულუფად, ასევე გაყავით 4 ღერო ნიახური და 4 ც კიტრი. დღის განმავლობაში შეუნაცვლეთ ერთმანეთს თევზი და ბოსტნეული - გამოგივათ 8 ულუფა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 1,5 ლ წყალი.

2. მოამზადეთ სტაფილოსა და ორაგულის სალათა:

400გ ორაგულის ფილე დაჭერით დიდ ნაჭრებად, მოხარშეთ უმარილო წყალში და დააწყვეთ თეფშზე. 2 ც საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, 2-3 ც პომიდორი გაჭერით შუაზე და დაამატეთ გახეხილ სტაფილოს. ეს ყველაფერი დაამატეთ თევზს და დააჭერით მწვანილი. სალათა გაყავით 4 ულუფად. დღის განმავლობაში სვით წყალი.

პლუსი: თევზი დაბალკალორიულია, ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით.

მინუსი: ალერგიულთათვის თევზის დიეტა არცთუ სასარგებლოა.

ბრინჯის დიეტის ვარიანტები:

1. 1ჩ/კ ბრინჯს დაასხით 1ჩ/კ მდუღარე წყალი და 1 წუთი ადუღეთ: გადაწურეთ, დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი და მოხარშეთ. მიიღეთ 3-ჯერზე.

2. 250 გ ბრინჯს საღამოს დაასხით ცივი წყალი და დილას გადაწურეთ. დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ 15 წუთი. გაყავით 6 ულუფად და მიიღეთ 6-ჯერ. დღის განმავლობაში სვით 1,5 ლ წყალი და 1ლ ასკილის ნაყენი, შეგიძლიათ ნელ-ნელა გაწუწნოთ 3 ჩ/კ თაფლი.

გახსოვდეთ! ერთმანეთს არ შეურიოთ ბრინჯი და თაფლი.

პლუსი: ბრინჯი გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებსა და ტოქსინებს, ზედმეტ სითხეს, წმენდს ლიმფურ სისტემას. ბრინჯის დიეტა სპობს ან ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს კანის ფერს.

მინუსი: ამ დიეტას თითქმის არა აქვს უარყოფითი. ერთადერთი, მათ ვისაც შეკრულობა აწუხებს, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭონ წიწიბურას.

წიწიბურის დიეტის ვარიანტები

1. კარგად გარეცხილი 250გ წიწიბურას დაასხით ასე 2 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ წყალი ამოშრება, შეფუთული გააჩერეთ 5-10 წუთი. ფაფა გაყავით 5 ულუფად. დღის განმავლობაში დალიეთ არანაკლებ 1,5ლ უგაზო მინერალური წყალი.

2. საღამოს 1ჩ/ჭ წიწიბურას დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ფაფა მზად იქნება, და მიიღეთ 3 ჯერზე. ფაფაში შენარჩუნებულია ყველა მიკრო და მაკროელემენტები. დღის განმავლობაში მიიღეთ 1ლ 1%-იანი კეფირი და სვით პიტნის ჩაი.

პლუსი: წიწიბურა ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების წყაროა, მდიდარი უჯრედისებით, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, რეკომენდებულია დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ენერგიის აღსადგენად.

მინუსები: ნახშირწყლებს, რომელსაც წიწიბურა შეიცავს, ორგანიზმი ძნელად ითვისებს, ამასთან, უმარილო, უცხიმო არცთუ გემრიელია.

კეფირისა და ხაჭოს დიეტის ვარიანტები:

1. 1,5ლ უცხიმო კეფირი გაყავით 5 ულუფად. კეფირთან ერთად მიიღეთ 50 გ უცხიმო ხაჭო.

2. 400 გ უცხიმო ხაჭო და 1ლ 1%-იანი კეფირი - ეს მთელი დღის რაციონია. უმჯობესია ხაჭო გაყოთ 4 ულუფად და მიიღეთ 4-ჯერ, დააყოლეთ კეფირი ნელ-ნელა და არა სწრაფად.

პლუსი: ხაჭოსა და კეფირის დიეტა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და პრაქტიკულად ორგანიზმი 1 საათში ითვისებს, ხაჭო სწრაფად ანაყრებს, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის წარმოქმნას. ხაჭო და კეფირი მდიდარია კალციუმით და შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს.

მინუსი: ვინც ვერ იტანს კეფირს და რძის ნაწარმს, უარი უნდა თქვას ამ დიეტაზე.