ეს საინტერესოა - კვირის პალიტრა

ეს საინტერესოა

ხვრინავთ და ახლობლებს აწუხებთ? გირჩევთ, გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები:

...დაიძინეთ გვერდზე და არა მუცელზე ან ზურგზე.

...ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი და ძილის წამალი, არ ჭამოთ მაძღრისად, სპირტიანი სასმელები და მაძღრისად ჭამა ადიდებს ფილტვებში ვენტილაციას, რაც იწვევს ხვრინვას.

...არ მოსწიოთ! სიგარეტის ბოლი ასუსტებს ხახის კუნთების ტონუსს.

...გააკონტროლეთ თქვენი წონა! თუ ის ნორმას აღემატება თუნდაც 10%-ით, ღამის სიმყუდროვეზე არც იოცნებოთ.

თუ ამ მარტივმა საშუალებებმა არ გიშველათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხვათა შორის, ხვრინვის მიზეზი ზოგჯერ ქრონიკული სურდო ან ცხვირში პოლიპებია, რომელთა მოშორება არც ისე ძნელია...

სლოკინმა შეგაწუხათ? გირჩევთ, 1 ჩ/ჭ წყალი დალიოთ ნელა, ყლუპ-ყლუპობით, ოდნავ წინ გადაიხაროთ, თავი უკან არ გადასწიოთ. შემდეგ გასწორდით, 5-6-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. ეს ვარჯიში აღადგენს გაღიზიანებული დიაფრაგმის ნორმალურ ფუნქციას, შემდეგ შეეცადეთ, მაქსიმალურად მოდუნდეთ.

არ გიშველათ ამ ხერხმა? მაშინ (თუ ამის საშუალება არის) პურის პატარა ნაჭერი ნელა დაღეჭეთ, არაფერი დააყოლოთ, ან წუწნეთ ლიმონის პატარა ნაჭერი და სლოკინიც გაგიჩერდებათ!