ოქროს ელექსირი - კვირის პალიტრა

ოქროს ელექსირი

ზეითუნის ზეთს, სამკურნალო თვისებების გამო, არისტოტელემ "თხევადი ოქრო" უწოდა. თანამედროვე მედიცინა ყველაფერში ეთანხმება არისტოტელეს. მეტიც, ჩვენს დროში უკვე ცნობილია ზეთისხილისა და ზეთში შემავალი ნივთიერებების ჯანმრთელობაზე სასარგებლო ზემოქმედება.

ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი შეიცავს B, D და K ვიტამინებს, შაქარს, პექტინებს, კაროტინს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებას (კერძოდ, ეხმარება ორგანიზმს მაძღრისობით გამოწვეული უსიამოვნების შედეგებთან გამკლავებაში და ხელს უშლის წონაში მომატებას), ამაგრებს ჩონჩხს, ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების, დაჟეჟილობის განკურნებას. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონესა და მისი ბალთების წარმოქმნას, გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

დიეტოლოგები გვირჩევენ, რადგან ზეითუნის ხილი და ზეთი შეიცავს ადამიანისთვის ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებებს, - გავითვალისწინოთ რაციონში, როგორც აუცილებელი პროდუქტი.

ოქროს ელექსირს იყენებენ კოსმეტიკაშიც, ზეითუნის ზეთი მიესადაგება ყველა ტიპის კანს, ძალიან მგრძნობიარესაც კი. ის ეფექტიანად წმენდს კანს Mმკვდარი უჯრედებისაგან, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და იცავს ცხიმის ბალანსს, ატენიანებს და კვებავს, ებრძვის სიმშრალეს, აძლევს მას სიმკვრივეს, სიგლუვესა და ელასტიკურობას, კურნავს ანთებას, ეწინააღმდეგება ნაოჭების წარმოქმნას, ამაგრებს თმის ძირებს.

გთავაზობთ რეცეპტებს:

სახის კანის დამამშვიდებელი ნიღაბი: შეურიეთ ერთმანეთს 1/2 ბანანის რბილობი და 1/2 კიტრი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ტანის ლოსიონი: ზეითუნის ზეთს დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი და შეიზილეთ ტანზე აბაზანის წინ.

თმის ნიღაბი: 2 კვერცხის გული ათქვიფეთ ზეითუნის ზეთში და შეიზილეთ თმაში, 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი.