გვირილა სასწაულმოქმედია - კვირის პალიტრა

გვირილა სასწაულმოქმედია

გვირილა მართლაც საოცარი მცენარეა, ის გამოიყენება ბევრი დაავადების სამკურნალოდ. გვირილით მკურნალობა განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში - გაცივების, რევმატიზმის და კუჭ-ნაწლავის დაავადების გამწვავებისას.

გაცივების დროს 1 ს/კ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.

ანგინის დროს: 1. 3 წილი გვირილის ყვავილის და 2 წილი ცაცხვის ყვავილის 1ს/კ ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, გაწურეთ და საათში ერთხელ გამოივლეთ ყელში.

2. 3 ს/კ გვირილის ყვავილის და 1 ს/კ სალბის ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, გაწურეთ და თბილი ნაყენი საათში ერთხელ გამოივლეთ ყელში.

გვირილა რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გვირილის ნაყენს სვამენ ქრონიკული სპასტიკური კოლიტის სამკურნალოდ (რომელსაც თან ახლავს ნაწლავებში ბუყ-ბუყი), გასტრიტის დროს და ნაღვლის გამოდევნის სტიმულაციისთვის.

1ს/კ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ და მიიღეთ 1/4 ჭ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.

კუჭის აშლილობის დროს შეურიეთ ერთმანეთს თითო-თითო ს/კ გვირილის ყვავილი და პიტნა და 1/2 ს/კ ბროწეულის ქერქი. დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ დღეში 3-4-ჯერ.

გვირილა შედის გამხსნელ მცენარეთა ნაერთში. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის სინამაქის ფოთოლი, კამის თესლი, გვირილის ყვავილი, პიტნა, კატაბალახას ფესვები, ნეგოს ყვავილი. 1 ს/კ ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 12 საათი თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი, ღამით.

რევმატიზმის დროს - 2 ს/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 საათი და გაწურეთ. მტკივნეულ ადგილებზე გაიკეთეთ მისი კომპრესი. პროცედურა გრძელდება 0,5 საათი.

რევმატიზმისა და პოდაგრის დროს სასარგებლოა გვირილის ყვავილების აბაზანა. 8 ს/კ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. შემდეგ გაწურეთ და ნაყენი დაამატეთ აბაზანაში წყალს (წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 380ჩ). პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე 8-10 წუთის ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსია 10 პროცედურა.

ფლუსისა (ღრძილის ჩირქოვანი სიმსივნე) და კბილის ტკივილის დროს პირში გამოივლეთ გვირილის ყვავილის ნაყენი. გვირილის ნაყენით წმენდენ იარებს, ჭრილობებს, თვალებზე იდებენ სველ საფენებს.

ფეხების ოფლიანობის დროს რეკომენდებულია გვირილის ნაყენის აბაზანები: 3ს/კ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ, გაწურეთ, დაამატეთ აბაზანას და ფეხები ჩაყავით.

ეს პროცედურა ეფექტიანია გაცივების დროსაც.