შაკიკი გაწუხებთ? - კვირის პალიტრა

შაკიკი გაწუხებთ?

შაკიკისთვის დამახასიათებელია:

- ძლიერი და პულსირებადი ტკივილი თავის ერთ ნაწილში. შეტევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან - 3 დღემდე.

- შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს სტრესებმა, გადაღლილობამ, დადებითმა ემოციებმა, ზოგიერთმა პროდუქტმა, გამოუძინებლობამ, ამინდის ცვლილებამ.

- შეტევის 20%-ს წინ უძღვის მხედველობის დარღვევა, თვალებზე თითქოს ნისლი გადაეფარა, ან ავადმყოფი ვერ იტანს კაშკაშა სინათლეს...

სამწუხაროდ, მედიცინას ჯერ კიდევ არ ძალუძს შაკიკის სრულად განკურნება, თუმცა ავადმყოფს შეუძლია დაეხმაროს თავს და შეამციროს თავის ტკივილი. მან დღიურში უნდა შეიტანოს ყველა ინფორმაცია, თუ რა ხანგრძლივობით და სიძლიერით ჰქონდა შეტევები, რა უძღოდა მას წინ, შეტევის დაწყებამდე რა ჭამა. ამის მიხედვით შეიძლება შეიმუშაოთ შაკიკის პროფილაქტიკა, გამორიცხოს ყველა "პროვოკატორი". მაგალითად, "პროვოკატორ" პროდუქტებს მიეკუთვნება: ყავა, "კოკა-კოლა", ალკოჰოლი, ზოგიერთი ხარისხის ყველი, ყურძენი, ძეხვი, სოსისი, შებოლილი თევზი, მარინადები და სხვ.

შაკიკის დროს შეიძლება ჩაიტაროთ რეფლექსოთერაპია (საფეთქლების მასაჟი).

დიდი სიფრთხილით მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი ანალგეტიკები. ტკივილგამაყუჩებელი ცოტა ხნით აყუჩებს ტკივილს, შემდეგში კი შეიძლება უფრო მეტი სიხშირით გამოიწვიოს შაკიკი, რისგანაც თავის დაღწევა ძნელდება.