იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ნაღვლის ბუშტი ტომსიკის მსგავსია და მდებარეობს ღვიძლთან. ნაღველი სითხეა, რომელიც არეგულირებს საჭმლის მონელების პროცესს, მასში ქვები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ნაღველი სრულად არ გამოიდევნება.წარმოქმნილი ქვები შეიძლება იყოს მაგარი ან რბილი, სილისნაირი ან დიამეტრით რამდენიმე სანტიმეტრი. სამწუხაროდ, ეს დაავადება უფრო ხშირად აწუხებთ ქალებს (ქალებში ქვების 70% შედგება ქოლესტერინისაგან).

ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის სიმპტომებია მარჯვენა ნეკნებქვეშ (ფერდქვეშ) ტკივილი (გადაეცემა ბეჭს), რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ჭამის შემდეგ, ღამით, ტემპერატურა 380ჩ, უფრო მეტიც, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდი მუქია, ფეკალური მასა ღია ფერის. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნაღვლის სადინარი დახშულია. რომ არ განვითარდეს მწვავე ქოლეცისტიტი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ნაღველში ქვები სხვადასხვანაირია - ქოლესტერინული (შავი ფერის, გლუვი, ზოგჯერ მოგრძო ფორმის, ადვილად იმსხვრევა) და პიგმენტური (მომწვანო ფერის, რბილი, ხორკლებისა და წვეტების გარეშე), რომლებმაც შეიძლება წლების განმავლობაში დიდხანს არ შეგაწუხოთ, თუმცა, ნებისმიერ დროს გამოიწვიოს მწვავე შეტევა.

ნაღვლის ბუშტის დაავადებას ხელს უწყობს მემკვიდრეობითობა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალკალორიული დიეტები, ჰიპოდინამიკა, ხშირი სტრესი. ამ დაავადების დროს ადამიანი იმატებს წონაში, შეიძლება დაავადდეს დიაბეტით, განუვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მუშაობის მოშლა.