ვაშლის დიეტა - კვირის პალიტრა

ვაშლის დიეტა

ვისაც წონაში დაკლება სურს, გთავაზობთ ვაშლის დიეტას, ამ დროს წონაშიც იკლებთ, ვიტამინებითაც იძლიერებთ იმუნიტეტს და ამცირებთ გულის დაავადებების განვითარების რისკს.ვაშლის დიეტის დროს ორგანიზმი იღებს ყველა აუცილებელ ნივთიერებასა და მინერალს. მაგალითად, ფრუქტოზას, რომელიც ამარაგებს უჯრედებს საკვები ნივთიერებით, სწრაფად აღადგენს ენერგიასა და იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფას.

კალიუმი, რომელსაც ვაშლი შეიცავს, მსუბუქი გამხსნელია, ამიტომაც ეს ხილი იდეალურია წონაში დასაკლებად განტვირთვის დღეებში. ჩ ვიტამინი ამაღლებს იმუნიტეტს და სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან წიდებს, რომლებიც ორგანიზმის ყველა სისტემის აქტიური მუშაობის დროს უჯრედებში გროვდება.

ვაშლი შეიცავს ხსნად და არახსნად უჯრედისებს, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ვაშლის კანში ბევრია ცელულოზა, რბილობში - პექტინები. უჯრედისები ბლოკავენ შიმშილის გრძნობას.

საუზმეზე: 2ს/კ შვრიის ბურბუშელას დაამატეთ გახეხილი ვაშლი და კეფირი; სადილად: 2-3 ვაშლი; ვახშმად: აირღუმელში შემწვარი ვაშლი და 1 ჭ კეფირი. დაიცავით დიეტა კვირაში ერთი დღე.

ცნობისთვის: 100 გ ვაშლი სულ 52 კკალორიაა.