ბუნება მკურნალია - კვირის პალიტრა

ბუნება მკურნალია

გთავაზობთ ორგანიზმის მავნე ტოქსინებისა და მარილებისგან გაწმენდის მცენარეულ საშუალებას, რომელსაც ხალხური მედიცინა დღესაც იყენებს:

100-100 გრამი გვირილის ყვავილი, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტები ჩაყარეთ ქილაში და თავდახურული შეინახეთ. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ ქსოვილში და დარჩენილი მასა კარგად გაწურეთ. 1 ჩ/ჭ ნაყენში გახსენით 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ, რის შემდეგაც არაფერი ჭამოთ.

დილით დარჩენილი ნაყენი შეათბეთ წყლის ორთქლზე, დაამატეთ ისევ 1 ჩ/კ თაფლი და საუზმემდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობა გააგრძელეთ, სანამ ნარევი არ დამთავრდება. მკურნალობის კურსი გაიმეორეთ 5 წელიწადში ერთხელ.

მკურნალობის შედეგად უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლძარღვები იწმინდება ათეროსკლეროზის ბალთებისგან და ხდება ელასტიკური, რაც აფერხებს სკლეროზის, ინფარქტის, ჰიპერტონიის განვითარებას.