ინიექცია პნევმონიის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ინიექცია პნევმონიის წინააღმდეგ

გაცივებისა და გრიპის დაუმთავრებელმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებებზე საშიში სერიოზული გართულება. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ბავშვებსა და ახალგაზრდებში გახშირებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომლის მთავარი მიზეზია დასუსტებული იმუნიტეტი და ჯანმრთელობისადმი არასწორი დამოკიდებულება.

გაცივდით და უსიცხოდ გადაიტანეთ გრიპი და ამის შემდეგ გამუდმებით, დღისითაც და ღამითაც გახველებთ, სუსტად გრძნობთ თავს, ხველების დროს გტკივათ გულმკერდი, ფილტვებიდან ისმის ხიხინი, რაც მიგვანიშნებს, რომ ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებსა და მიკრობებს - ე.ი. საჭიროა მივაკითხოთ ექიმს. რაც უფრო დროულად დაიწყებთ მკურნალობას და დაიცავთ ექიმის მითითებებს, მით სწრაფად გამოჯანმრთელდებით.

ხშირად პატარის ორგანიზმი ვერ უმკლავდება გაცივებას, არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მენინგიტი და ოტიტი. ბავშვის დასუსტებულ ორგანიზმს არ შესწევს უნარი, შეებრძოლოს პნევმოკოკურ ინფექციებს.

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი ადამიანი და ბავშვი პნევმოკოკის მატარებელია, როგორც კი ორგანიზმი სუსტდება, ის აქტიურდება და იწყებს დამანგრეველ მოქმედებას.

სამწუხაროდ, პნევმოკოკური ინფექციებისგან ბავშვების დაცვა ვერ ხერხდება, რადგან გადაცემა ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, არსებობს მისი მრავალსახეობა, მათი გამოცნობა ექიმებსაც კი უჭირთ, რადგან ყველა სახე იწყება გაცივებით.

გახსოვდეთ: თვითმკურნალობა დაუშვებელია! პნევმოკოკური ინფექციების მდგრადობა ანტიბიოტიკებისადმი ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ექიმის რჩევის მიხედვით მიმართეთ ვაქცინაციას. პატარის აცრა შეიძლება 2 თვის ასაკიდან, რაც ფილტვების ანთების განვითარების რისკს 3-ჯერ ამცირებს.

დაბოლოს, პნევმონიის სირთულის მიუხედავად, ექიმები სამკურნალოდ ნიშნავენ ხალხურ საშუალებებსაც:

- ანტიბაქტერიულ თერაპიას, ამოსახველებელ წამლებს, იმუნომოდულატორებს, სოდისა და მცენარეულ ინჰალაციებს, მდოგვის საფენებს, ბეგქონდრის თესლის ნაყენს, შტოშის ნაყენს, უზმოზე 1 ს/კ ზეითუნის ზეთს და თაფლიან მცენარეულ ჩაის. გამოჯანმრთელების შემდეგ სასარგებლოა დაისვენოთ სანატორიუმში ზღვაზე, მთაში ან ტყეში.