იცით თუ არა, რომ - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ

...მწყრის კვერცხს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალოდ ეგვიპტეში, ჩინეთსა და იაპონიაში. მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას, გონებრივ შესაძლებლობებს, გამოდევნის ორგანიზმიდან რადიონუკლეიდებს.ის სასარგებლოა, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი მწყრის კვერცხი უფრო კალორიულია, დაახლოებით 170 კკალ-ს შეიცავს, მასში ცხიმი უფრო მეტია, ვიდრე ცილა, შეიცავს A და B ჯგუფის ვიტამინებს, ქოლინს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, მანგანუმს, სპილენძს, მოლიბდენსა და ქრომს. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია ამინომჟავებით.

მწყრის კვერცხი ამაგრებს ძვლებს, რეკომენდებულია გულის, ღვიძლის, კუჭის, თირკმლების, პანკრეასისა და პროსტატის ფუნქციათა ნორმალიზებისთვის. პროფილაქტიკის მიზნით ის შეიძლება 3-4 თვის განმავლობაში მიირთვათ ყოველდღე.

მწყრის კვერცხს უკუჩვენება არა აქვს. მისი ჭამა უმადაც შეიძლება, მთავარია, ახალი იყოს. ამ დროს სასურველია, ჭიქა წყალი დააყოლოთ. სამკურნალოდ 1 წლიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღეში 1-2 ც კვერცხი. 3-დან 10 წლამდე - 3 ცალი, 10-დან 18 წლამდე - 4 ცალი, 18-დან - 50 წლამდე - 5-6 ც, 50 წლის ზევით - 4-5 ცალი.

მწყრის კვერცხი განსაკუთრებით სასარგებლოა სახსრების ტკივილის დროს, აუმჯობესებს მხედველობასა და სმენას, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის - ამცირებს ტოქსიკოზს, აბორტის ალბათობას, მატებს ძალას.