მოვუაროთ ფეხებს - კვირის პალიტრა

მოვუაროთ ფეხებს

ქუსლებზე ძვლოვანი წანაზარდები სულ მცირე შეხებისასაც კი ტკივილს იწვევს. ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა, ატაროთ უფრო თავისუფალი ფეხსაცმელი. გარდა ამისა, ტკივილის შესამსუბუქებლად გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს:

- 1ლ ცხელ (ისე, რომ ფეხები არ დაგეწვათ) წყალს დაამატეთ 2-3 ს/კ ზღვის ან საჭმელი მარილი. 30-40 წუთით ჩაყავით ფეხები, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, ჩაიცვით თბილი წინდები და დაიძინეთ.

- უმი კარტოფილის ნაჭრები დაიდეთ ქუსლებზე, დაიმაგრეთ და ჩაიცვით შემოჭერილი წინდები.

- 3-ლიტრიანი ქვაბი გაავსეთ წვრილი კარტოფილითა და მისი ნაფცქვენით, მოხარშეთ, გადმოიტანეთ ტაშტში და ფეხებით დაჭყლიტეთ (შეეცადეთ, ფეხები არ დაგეწვათ) გაცივებამდე. ფეხები შეიმშრალეთ, გაიკეთეთ იოდის უჯრედები. ჩაიცვით წინდები. კურსი 7 პროცედურაა.

- კომბოსტოს ფოთოლს წაუსვით 1ჩ/კ თაფლი და დაიმაგრეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით დაიბანეთ თბილი წყლით. კურსი 3 პროცედურაა.

- გახეხილი ნივრის კბილი წაუსვით მარლას და დაიდეთ ძვლოვან წანაზარდებზე. უმჯობესია ეს პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, თუ შეგაწუხებთ ან იგრძნობთ წვას, მოიხსენით, დაიბანეთ თბილი წყლით.

- კარტოფილის სახამებელში აურიეთ დაფქული წითელი წიწაკა, ჩაყარეთ წინდაში, ჩაიცვით და მთელი დღე დაიტოვეთ. თუ წვას იგრძნობთ, გაიხადეთ, დაიბანეთ თბილი წყლით.

- ძილის წინ წმინდად გახეხილი შავი ბოლოკი დაიდეთ ძვლოვან წანაზარდზე, დაიმაგრეთ და ჩაიცვით წინდები. დილით დაიბანეთ თბილი წყლით. კურსი 3-4 პროცედურაა.