რა ვიცით ქოლესტერინის შესახებ - კვირის პალიტრა

რა ვიცით ქოლესტერინის შესახებ

ათეროსკლეროზი არის სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ბალთების წარმომქმნელი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სტენოკარდია და ამას მოჰყვეს

ინფარქტი, ინსულტი, მუდმივი შაკიკი, ვენების ტკივილი, ვენების თრომბი...

ქოლესტერინის 20% ორგანიზმში აღწევს ცხოველური წარმოშობის პროდუქტიდან, 80%-ს კი წარმოქმნის ღვიძლი. ქოლესტერინი აშენებს ყველა უჯრედისეულ მემბრანას, მონაწილეობს სასქესო და სტერეოიდული ჰორმონების სინთეზში,  D ვიტამინის წარმოქმნაში. ბევრია ნერვულ ქსოვილებშიც. თუ ცხიმიანი ცხოველური პროდუქტი კვების რაციონში ნორმაზე მეტად არის გათვალისწინებული, მაშინ სისხლში ქოლესტერინის დონე იზრდება და "მეგობარი" ქოლესტერინი გადაიქცევა "მტრად" - ლაგდება სისხლძარღვების კედლებზე და წარმოიქმნება ათეროსკლეროზის ბალთები..

ათეროსკლეროზი შეუძლია გამოიწვიოს სიგარეტმა, ალკოჰოლმა, უმოძრაობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, ნიკრისის ქარმა, ნაღველ-კენჭოვანმა დაავადებებმა. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ათეროსკლეროზს შეიძლება ვუმკურნალოთ. უარი უნდა თქვათ ყველა მავნე ჩვევაზე, შეამციროთ ცხოველური ცხიმები (კარაქი), ცხიმიანი ხორცი, რძის პროდუქტები, ყველი, ნამცხვარი და შეცვალოთ მცენარეული ზეთით (მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის). ზომიერად უნდა მიიღოთ ნაკლებცხიმიანი ყველი, რძე, მოხარშული კვერცხი (კვირაში 2 ცალი). რაციონი გაზარდეთ ზღვის თევზით (ჭამეთ კვირაში 2 დღე მაინც), ქათმის, ინდაურის და უცხიმო საქონლის ხორცით, მიიღეთ ბევრი ხილ-ბოსტნეული, კაკალი, ლობიო, ნიორი, ყვავილოვანი კომბოსტო, გრეიპფრუტი, პომიდორი.

სასურველია, ხორცი მოამზადოთ აირღუმელში.