სარდიონი მკურნალი - კვირის პალიტრა

სარდიონი მკურნალი

სარდიონი ქალცედონის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, უხვად შეიცავს რკინას, რომელიც მას მოწითალო ფერს აძლევს. ეგვიპტეში მას სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ. XX საუკუნეში კი ამ უძველესი ქვისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინეს მედიკოსებმა და გაჩნდა სპეციალური მიმართულება - სარდიონთერაპია. ექიმებს და სახალხო მკურნალებს მიაჩნიათ, რომ სარდიონის შუქსხივი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალას, მის ემოციებს. სარდიონი აქრობს თავის ტკივილს (ნაბახუსევსაც), დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, ამცირებს ინსულტის რისკს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს - 1. საღამოს სარდიონის ქვა ჩადეთ წყლიან ჭიქაში, დილით კი დალიეთ.

2. ლეიკოპლასტირით დაიმაგრეთ სარდიონის ქვა ჭიპის ცოტა ქვემოთ - მოგიხსნით კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, მოგემატებათ მადა.

არითმიის, ტაქიკარდიის, ჰიპერტონიის დროს - სარდიონის მძივი ან სამკაული ატარეთ გულზე. ღამით მოიხსენით.

შაკიკის დროს - გახეხილ-გაპრიალებული სარდიონის ქვა 10-15 წუთით დაიდეთ დახუჭულ თვალებზე.

ჰაიმორიტის, აბსცესის (ჩირქგროვა), შესივება-შეშუპების, კბილის ტკივილის დროს - გამოიყენეთ ელექტროფენი. ბადესთან, სადაც თბილი ჰაერი გამოდის, მოათავსეთ სარდიონი და ცხელი ჰაერი 2-3 წუთით 20-30 სმ-ის დაშორებით მიმართეთ მტკივნეული ადგილებისკენ.

სამკურნალოდ გამოყენებული სარდიონი პერიოდულად თბილი წყლითა და სარეცხის საშუალებით უნდა გაირეცხოს.