დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია - კვირის პალიტრა

დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია

უძველესი დროიდან ცნობილია დინდგელის (პროპოლისის) ანტიმიკრობული სამკურნალო თვისებები: ამაღლებს იმუნიტეტს, წმენდს უჯრედებს, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ასტიმულირებს ფაგოციტების (შთანმთქავი უჯრედების) და ააქტიურებს ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქციას, აუმჯობესებს ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობას.

დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკს, რომელსაც ვერ ერევა უახლესი ანტიბიოტიკებიც კი, ანადგურებს, დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზე. გრიპის ეპიდემიის დროს საკმარისია კვირაში 2-ჯერ დაღეჭოთ დინდგელის ძალიან პატარა ბურთულა, ყელის ტკივილის დროს კი ძილის წინ 2-3 ც (დილით თავს კარგად იგრძნობთ). დინდგელი აძლიერებს დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება - სათანადო ეფექტის შენარჩუნებით, ორჯერ ამცირებს მედიკამენტების დოზას.

გთავაზობთ დინდგელის რეცეპტებს:

1. დინდგელი 15-20 წუთს გაყინეთ საყინულეში, შემდეგ 15-20 გ გახეხეთ წვრილად, დაამატეთ 70%-იანი 100 მლ სპირტი, შეანჯღრიეთ და ერთი კვირა დადგით სიბნელეში. ერთი კვირის შემდეგ 1ს/კ სპირტიანი დინდგელის ნაყენი მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

2. გაყინული, წმინდად გახეხილი 10 გ დინდგელი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 100 მლ ანადუღარი წყალი და 10 წუთით გააჩერეთ წყალი ორთქლზე. შემდეგ გადაწურეთ ორფა მარლაში, ჩაასხით მუქი ფერის მინის ჭურჭელში და ჭამამდე 30-40 წუთით ადრე 1ს/კ წყლიანი ნაყენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

3. 10გ დაქუცმაცებული დინდგელი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 100 მლ ანადუღარი ცხელი წყალი და გააჩერეთ 24 საათი. მოყვითალო-მოყავისფრო სურნელოვანი სითხე შეინახეთ სიგრილეში არა უმეტეს 7 დღისა. დინდგელის წყალხსნარი მიიღეთ 1 ან 2ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე (შეგიძლიათ მიიღოთ მუდმივად, უკუჩვენება არ აქვს).

4. 15-20გ გაყინული და გახეხილი დინდგელი ჩაყარეთ მომინანქრებულ პატარა ქვაბში და წყლის ორთქლზე გააჩერეთ მანამ, სანამ წებოვანი არ გახდება, შემდეგ დაამატეთ 100გ კარაქი და 5მლ წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე კიდევ 5 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. ცხელივე გადაწურეთ ორფა მარლაში (მინის ჭურჭელში), მალამო შედგით მაცივარში.

5. 4 წილ 10%-იან სპირტიან დინდგელის ნაყენს დაამატეთ 1 წილი კაკაოს ცხიმი ან კარაქი, ჩადეთ მინის ჭურჭელში და გაადნეთ წყლის ორთქლზე (არა უმეტეს 400ჩ-ზე). მიღებული მასა გააცივეთ და გააკეთეთ 3სმ სიგრძისა და 1სმ დიამეტრის ცილინდრის ფორმის სანთლები, სათითაოდ გაახვიეთ პოლიეთილენში და შეინახეთ მაცივარში.