6 მითი დიეტურ პროდუქტებზე - კვირის პალიტრა

6 მითი დიეტურ პროდუქტებზე

თანამედროვე დიეტოლოგიური მითების უმეტესობა დიდი ხანია მეცნიერულად "ახსნილია". მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ვეგეტარიანელობა ყველა დაავადების პანაცეა არ არის, განტვირთვის დღეები კი წონაში დაკლების არცთუ საუკეთესო საშუალებაა და ა.შ. გავიხსენოთ ზოგიერთ დიეტურ პროდუქტზე შექმნილი მითი:

ანანასი ხელს უწყობს ცხიმის წვას - თითქოსდა ბრომელაინი, რომელსაც ის შეიცავს, აჩქარებს ცხიმის დაყოფას და წონაში დაკლებას. სინამდვილეში ბრომელაინის მოლეკულას ეს უნარი არა აქვს, ერთი კია, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

შოკოლადი ასუქებს, რადგან ის ბევრ კალორიას შეიცავს. ამ ნუგბარის მოყვარულებმა მასზე უარი უნდა თქვას.

სინამდვილეში შოკოლადზე უარის თქმა არ ღირს, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ შავ შოკოლადს. რაც მთავარია, ის უნდა შეიცავდეს კაკაოს არანაკლებ 75%-ს და არ უნდა ჭამოთ 50გ-ზე მეტი.

დაიხსომეთ! სრულფასოვანი საკვები არ შეცვალოთ შოკოლადით.

ხილის წვენები იდეალურია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს, რადგან დაბალკალორიულია და ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს.

სინამდვილეში ხილის წვენები შეიცავს "კალორიულ ხაფანგს" ფრუქტოზას. მაგალითად, თუ დღეში 0,5ლ ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენს მიიღებთ, "შეაგროვებთ" 520 კკალორიას, რაც სრულფასოვანი სადილის ტოლფასია.

გირჩევთ, კალორიულობის შესამცირებლად წვენებს დაამატეთ ანადუღარი გაცივებული წყალი (1:3) და დალიეთ დღეში მხოლოდ 1 ჭიქა.

ყავისფერი შაქარი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი.

საერთოდ, ნებისმიერი სახის შაქრის ჭარბად მიღება არღვევს ცხიმის ცვლას, ზრდის სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის კონცენტრაციას, რაც იწვევს ორგანიზმში დისბალანსს.

სინამდვილეში ყავისფერი შაქარი უფრო კალორიულია, ვიდრე თეთრი (100გ თეთრი შაქარი 409 კკალორიაა, ყავისფერი - 413), გარდა ამისა, ყავისფერ შაქარს ძნელად ითვისებს ორგანიზმი და კუჭ-ნაწლავის პროვოცირებას იწვევს.

არარეკომენდებულია 6 საათის შემდეგ ჭამა. ამ დროს ორგანიზმში ირთვება ცხიმის "დაგროვების" რეჟიმი.

გირჩევთ. 6 საათის შემდეგ ისამხრეთ ერთი კოვზი თაფლით დამტკბარი ხაჭოთი, 100მლ იოგურტით, კეფირით ან მაწვნით. კალციუმი, რომელსაც რძის პროდუქტი შეიცავს, ხელს უწყობს ცხიმის აქტიურად წვას.

ხილი და კენკრა ხელს უწყობს გახდომას.

სინამდვილეში ხილის მჟავა, რომელსაც ხილ-კენკრა შეიცავს, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ააქტიურებს მის მუშაობას, აძლიერებს მადას.

გირჩევთ: თუ გახდომა გსურთ, თავი აარიდოთ ხილ-კენკროვან პროდუქტებს.