იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

ბაყაყურა ღვიძლის დაავადებების ძლიერი სამკურნალო საშუალებაა. ექიმი-დერმატოლოგები ხშირად უნიშნავენ მას ვიტილიგოთი, ფსორიაზით და ფერისმჭამელებით დაავადებულებს.

ამ მცენარის ფესვების ნახარში ამშვიდებს კბილის ტკივილს (პირის ღრუში გამოვლება), ბაყაყურას დაფქული თესლი ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, კურნავს ვარიკოზს. კუჭის მოქმედების მსუბუქი დარღვევების დროს რეკომენდებულია ბაყაყურას სპირტიანი ნაყენი, რომელიც ხელს უწყობს ნაღველის გამოდევნას და ამშვიდებს სპაზმებს.

გახსოვდეთ! ბაყაყურა არარეკომენდებულია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

ნეგოს (უკვდავა) აქვს განსაკუთრებული სამკურნალო თვისება - ხელს უწყობს ნაღვლის დენას.

გთავაზობთ რეცეპტს: 3-3 ჩ/კ ნეგოს ყვავილისა და სამყურას ფოთლების, 2 ჩ/კ ქინძის თესლის ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურული 20 წუთი, გაფილტრეთ, გააგრილეთ და სვით 1/2-1/2 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 2 კვირა. პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება კურსი წელიწადში 2-ჯერ გაიმეოროთ.

ყოველდღიურად კაკაოს მიღება დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, კაკაოს ფლავონოლები 2-ჯერ ზრდის მათი აღდგენის შესაძლებლობას. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს გამაჯანსაღებელ დიეტაში ეს პროდუქტი აქვეითებს სისტოლურ არტერიულ წნევას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, მაგრამ პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებისას კაკაო არარეკომენდებულია.

ესპანელმა ნეიროფსიქოლოგებმა დაადგინეს: ყავა, რომელიც იდეალური მატონიზებელი საშუალებაა, ტვინის მუშაობას გააუმჯობესებს, თუ შაქრით მივირთმევთ. თურმე, გლუკოზა და კოფეინის ერთობლიობა ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ყურადღებას, კონცენტრაციასა და მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნების, შემეცნების, განსჯისა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ასე რომ, მიირთვით შაქრიანი ყავა, რადგან უშაქროს ასეთი ეფექტი არა აქვს.