იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

...მაჩვის ქონს ფართოდ იყენებენ როგორც ხალხურ, ისე ოფიციალურ მედიცინაში. გაგაცნობთ ზოგიერთ მის თვისებას.მაჩვის ქონი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი 100%-ით ითვისებს, ამდიდრებს სისხლს ვიტამინებით, მიკროელემენტებით, სასარგებლო ცხიმმჟავებით, ამაღლებს იმუნიტეტს, არეგულირებს სისხლის წარმომქმნელი სისტემის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, შეიცავს A ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

მაჩვის ქონი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ფილტვების დაავადებების დროს (ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების დაჩრდილვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული).

ბრონქიტის დროს პირველი ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ თითო ს/კ მაჩვის ქონი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 0,5 საათით ადრე. ორი კვირის შემდეგ  - 1 ს/კ დღეში 2-ჯერ უზმოზე და საღამოს ვახშმობიდან 2-3 საათის შემდეგ (გემოვნებისთვის დაამატეთ 1ს/კ ცაცხვის თაფლი ან შავი მოცხარის მურაბა). შეიძლება დააყოლოთ ასკილის ნაყენი და არა წყალი. შეგახსენებთ, ასკილის ნაყენის რეცეპტს: 20გ დანაყილი ასკილი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 12 საათი.

გახსოვდეთ! ამ უნიკალურ საშუალებას აქვს უკუჩვენება - არარეკომენდებულია პანკრეატიტით, ღვიძლითა და ნაღველმდენი გზებით დაავადებულთათვის.