თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი - კვირის პალიტრა

თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი

ყოველთვის რომ კარგად იგრძნოთ თავი, უნდა იცოდეთ ის ფაქტორები, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე და შეეცადოთ, აიცილოთ თავიდან.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ სულ მცირედითაც კი ჩვენი ცხოვრების სტილის შეცვლა, შეამცირებს ავადმყოფობის განვითარების რისკს. მაგალითად, ყოველდღიურ რაციონში მარილის რაოდენობის შემცირება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს 25%-ით ამცირებს და თუ მეტხანს იძინებთ, აკონტროლებთ თქვენს წონას, ხშირად ვარჯიშობთ, - სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება.

გირჩევთ:

1. უზმოზე, ჭამის წინ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი, რომელიც დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს შეუწყობს კალორიების წვას.

2. რათა სრულყოფილად დაისვენოთ, უნდა გეძინოთ 8 საათი. მეცნიერებმა დაადგინეს, უძილობა აჩქარებს დაბერების პროცესს.

3. კვირაში 3-ჯერ 40-წუთიანი ვარჯიში ახანგრძლივებს სიცოცხლეს, განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ტანვარჯიში. რაც მთავარია, ისეირნეთ ჰაერზე.

4. ხშირად უნდა იბანდეთ ხელებს, რათა დაიცვათ თავი ინფექციებისაგან.

5. 6,0 გ მარილი (და არა მეტი) უნდა მიიღოს ჯანმრთელმა ადამიანმა, რითაც დაიზღვევთ თავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, მაღალწნევიანებმა კი - დაახლოებით 1,5-2,5 გ დღეში. შეეცადეთ, იშვიათად ჭამოთ ბოსტნეულის კონსერვები, ძეხვეული, სარდელი, სოსისი, კრეკერი და ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ბევრ მარილს.

6. ქალბატონების წელის არე არ უნდა აღემატებოდეს 80 სმ-ს, უფრო მეტი - წინა პირობაა გულის დაავადებისა.

7. ჯანმრთელი გული მშვიდ მდგომარეობაში 75, ფიზიკური დატვირთვის დროს კი - 120-140 დარტყმას ავითარებს.