როგორ "გავექცეთ" თრომბოზს... - კვირის პალიტრა

როგორ "გავექცეთ" თრომბოზს...

რომბის წარმოქმნა (სისხლის პატარა შენადედი), ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც გვიცავს ტრავმის (ჭრილობები და იარები) დროს სისხლის დაკარგვისგან.პრობლემაა, როდესაც თრომბი მიეკვრება სისხლძარღვების კედლებს და წარმოქმნის საცობს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოსწყდეს, მოხვდეს გულსა და ფილტვებში და გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გართულება - თრომბოემბოლია.

რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც ვენების ვარიკოზი აწუხებთ, მსუქნები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ოპერაციები და ტრავმები (განსაკუთრებთი ქვედა კიდურების), ვისაც დიდხანს უწევთ მჯდომარე მუშაობა, ავტომობილითა და თვითმფრინავით დიდხანს მგზავრობა, ფრენის სიმაღლე და სალონში ჰაერის სიმშრალე.

მწვავე თრომბოზს თან ახლავს ძლიერი ტკივილი, ფეხების დაჭიმულობა და გასივების შეგრძნება, რასაც იწვევს ვენების სისხლით გადავსება. თუმცა, თრომბის წარმოქმნისას უფრო ხშირად ტკივილი შეიგრძნობა დაზიანებულ ადგილზე ხელის დაჭერით. თრომბის დროს კანზე ჩნდება გაგანიერებული ვენები, ეს ადგილები გაწითლებულია და გაცხელებული.

თუ წვივებში იგრძენით ძლიერი ტკივილი, ფეხები ასწიეთ მაღლა, თუ ტკივილი შეგიმსუბუქდათ, ე.ი. ეს თრომბოზია. არსებობს თრომბოზის პროფილაქტიკის ძალიან მარტივი საშუალებები:

- ხშირად ადექით სამუშაო ადგილიდან, რათა გააუმჯობესოთ სისხლის მოძრაობა და ხელი შეუშალოთ ვენებში სისხლის შედედებას. ყოველ მოხერხებულ დროს ფეხები "გადააგორეთ" ქუსლებიდან - წვერებისკენ, ან ტერფები დაატრიალეთ, კარგია კიბეზე ფეხით სიარული.

- მიიღეთ ბევრი სითხე, განსაკუთრებით ფრენისას ან ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ორგანიზმის გაუწყლოება იწვევს სისხლის შესქელებას, რაც ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას;

- შეზღუდეთ ყავისა და ალკოჰოლის მიღება, რომლებსაც შარდმდენის თვისება აქვთ, რაც ორგანიზმს აუწყლოებს.

- სწორად იკვებეთ! რაციონი უნდა შეიცავდეს უქოლესტერინო მცენარეულ საკვებს, რადგან ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს არტერიებს, რაც თრომბოზის წარმოქმნის სასურველ პირობებს ქმნის.

- არ მოსწიოთ!

- ელასტიკური გოლფების ტარება მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.