მეხსიერება გღალატობთ? - კვირის პალიტრა

მეხსიერება გღალატობთ?

მეხსიერება თავის ტვინის მთავარი ფუნქციაა, რომელიც სულ რაღაც 1,5 კუბური დეციმეტრია და იტევს ბრიტანული ენციკლოპედიის 11 ტომეულის შინაარსს. მაგრამ დროთა განმავლობაში ხანში შესულთ უუარესდებათ მეხსიერება, ავიწყდებათ ბევრი რამ.

დანიშნული წამლების გარდა, მეხსიერების გასაუმჯობესებლად გირჩევთ, გაიხსენოთ ადრე ნასწავლი ლექსები, სიმღერები და შეისწავლეთ ახალიც, ამოხსენით კროსვორდები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაიხსენეთ ნაცნობი ქუჩები, ღირსშესანიშნაობები, მათი ადგილმდებარეობა, კითხვის დროს წარმოიდგინეთ სიუჟეტის გმირები, პეიზაჟები (ზღვა, გამოქვაბულები, ბრძოლები, ისტორიული ამბები), ნუ დასჯერდებით ტელევიზორისა და სერიალების ყურებას...

მეხსიერებას აუმჯობესებს შოკოლადი, პირშუშხა (დაამატეთ კერძებს 1 ს/კ გახეხილი პირშუშხა), ყოველდღიურად მიირთვით არაჟნითა და ქიშმიშით შენელებული გახეხილი სტაფილო. არანაკლებ ეხმარება მეხსიერების შენარჩუნებას აირღუმელში შემწვარი კარტოფილი და ვაშლი, ხაჭო, ყველა სახის კომბოსტო, ლამინარია, კაკალი, ხილის ჩირი, ბანანი.

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ საშუალებას:

1 ს/კ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ 2-2 ს/კ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.

1 ს/კ დაქუცმაცებულ ცირცელის ხის ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააჩერეთ 5-6 საათი და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში. სხვათა შორის, ეს ნაყენი წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

გარდა ამისა, გირჩევთ, იცხოვროთ მშვიდად, რადგან სტრესები, თავს მოხვეული არასასურველი აზრები, არა მარტო აუარესებს გუნება-განწყობილებას, არამედ მეხსიერებიდან შლის ნათელ და ბედნიერ წუთებს, რომლებიც განვიცადეთ განვლილი ცხოვრების გზაზე...