გავიწმინდოთ ორგანიზმი - კვირის პალიტრა

გავიწმინდოთ ორგანიზმი

ყოველდღე, სუნთქვასთან ერთად, გარემოდან, საკვებიდან, წყლიდან ან წამლებიდან ჩვენს ორგანიზმში აღწევს ძალიან ბევრი უცხო ნივთიერება. უმეტესობა მავნე და შხამიანია. ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის ვერ ახერხებს მათ განეიტრალებას და წიდების გამოდევნას. დაგროვილი მავნე ნივთიერებები იწვევს ინტოქსიკაციას, რომლის სიმპტომებია: მოდუნება, სისუსტე, ძალ-ღონის გამოცლა, თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გაძნელებული სუნთქვა, უძილობა, გაღიზიანება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ტოქსინების მთავარ დარტყმას იღებს ღვიძლი, რომლის დამცველი ფუნქციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ მატიტელა და ბაყაყურა, რომლებიც ააქტიურებენ მის მუშაობას და იცავენ დაავადებისგან.

ორგანიზმიდან ტოქსინებს ეფექტიანად გამოდევნის შემდეგი მცენარეული ნაერთები:

1. ბირკა, შვიტა, კრაზანა, ორკბილა, ბაყაყურა, სამყურა, მარწყვის ფოთლები.

2. ნეგოს ყვავილები, მოცხარის და არყის ხის ფოთლები, ძიძო, ორკბილა, კრაზანა.

ეს მცენარეები ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით, 1 ს/კ ნაერთს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსია 20 დღე.