ხალხური მედიცინა გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვთავაზობს

პირის ღრუს დეზინფექციის, ღრძილების გასამაგრებლად, კბილების გასათეთრებლად და ღრძილებიდან სისხლდენის დროს - შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ საჭმელი მარილი, 2 ჩ/კ საჭმელი სოდა და 3 ს/კ არყის ხის ნაცარი და გაიწმინდეთ კბილები ყოველ მეორე დღეს.

ფეხის თითზე ძვლოვანი წანაზარდების დროს - ბაბუაწვერას თეთრი, ფუმფულა თესლი შეაგროვეთ მინის ქილაში, დაასხით ნიშადურის სპირტი და გააჩერეთ 21 დღე. მიღებული ძალიან შავი ხსნარი წაისვით წანაზარდებზე და ტკივილი გაივლის.

სტომატიტის დროს - 1 კვერცხის ცილას დაასხით მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და ჩაიგუბეთ პირში რამდენიმე წუთით. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.

ოსტეოქონდროზისა და რადიკულიტის დროს - 1/2-1/2 ჩ/ჭ ალოეს წვენი და ნიშადურის სპირტი შეურიეთ ერთმანეთს. გააჩერეთ, ხსნარი მიიღებს მუქ ყვითელ ფერს. ამ ხსნარით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები და თბილად შეიხვიეთ.

სტენოკარდიის დროს - 1 ლ თაფლი, ხორცსაკეპში გატარებული 10ც ლიმონი და 5 თავი ნიორი აურიეთ და 7 დღე გააჩერეთ გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ ნარევი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე დღეში ერთხელ. ყოველი ს/კ ნარევის მიღების შემდეგ თითო წუთი შეისვენეთ.

გრიპისა და გაცივების დროს:

1. 1ს/კ კალენდულას ყვავილებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთი, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

2. შეურიეთ ერთმანეთს 2 ც გახეხილი ლიმონი და 2 თავი დაქუცმაცებული ნიორი, დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გრილ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი უზმოზე. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.

3. ერთი საათის განმავლობაში ღეჭეთ ლიმონის ნაჭერი და შემდეგ გადაყლაპეთ - ეს მეთოდი ეფექტიანია გრიპით დაავადების დასაწყისში.

4. ყელზე შემოიხვიეთ კომბოსტოს ახალი ფოთოლი და შეიხვიეთ შალით. ფოთოლი შეცვალეთ 2 საათში ერთხელ ანთებითი პროცესის ჩაქრობამდე.