გახდომა გსურთ? - კვირის პალიტრა

გახდომა გსურთ?

თუ გახდომა გსურთ, არ გირჩევთ რაციონიდან ბურღულეულის ამოღებას, რადგან ბევრი დაავადების სამკურნალოდ და ორგანიზმის გაწმენდისთვის ის ძალიან სასარგებლოა. სხვათა შორის, ერთი და იმავე ბურღულეულისგან შეიძლება სხვადასხვანაირი ფაფის მომზადება, დამზოგველი რეჟიმის დროს - თხელი, კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად - ფანტია.

შვრიის, ბრინჯისა და ქერის ლაბიანი (წვნიანები) ნაკლებად აღიზიანებს კუჭის სეკრეციას, აუმჯობესებს ნაწლავების პერესტალტიკას. ლორწოს შემცველი წვნიანები სასარგებლოა კუჭისა და Yთორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაღიზიანებისას, პანკრეატიტის, ქრონიკული კოლიტისა და დიარეის  დროს.

წიწიბურას დიაბეტისა და ანემიის დროს დიეტურ კვებაში მთავარი როლი ენიჭება. ის შეიცავს ბევრ ცილას და ხელს უწყობს წონაში დაკლებას; ქერის ბურღულით შეიძლება მომზადდეს ფაფა, წვნიანი და უნდა მიირთვათ თბილი, რადგან ცივი უგემურდება, ცუდად ამუშავებს კუჭი. ქერი სასარგებლოა შეკრულობის დროს, წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

სიმინდის ღერღილი და ფქვილი მდიდარია B1, B2, PP ვიტამინებით, შეიცავს კაროტინს. მისი ფაფები და მჭადი ხელს უშლიან ნაწლავებში დუღილის პროცესს.