კიტრი და ჯანმრთელობა - კვირის პალიტრა

კიტრი და ჯანმრთელობა

კიტრი უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, კაროტინსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დიდი ხანია კიტრს იყენებენ კოსმეტოლოგიაში.მისი წვენი აქრობს ჭორფლს, ფერისმჭამელებს, პიგმენტურ ლაქებს. სპეციალისტების რჩევით, ძვირად ღირებულ პროცედურებთან ერთად, სასურველია, დროდადრო სახე გაიწმინდოთ ნედლი კიტრით.

გთავაზობთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელ და გამწმენდ რეცეპტს:

მსხვილად გახეხილი კიტრი ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით სპირტი (არაყი). 2 კვირა დადგით მზეზე. ამ ნაყენით დღეში 2-ჯერ გაიწმინდეთ სახე.

კიტრი ხელს უწყობს საკვების სწრაფად ათვისებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. განსაკუთრებით რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის (როგორც გამხსნელი საშუალება), ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს.

პაროდონტოზის, თმის ცვენის, ნერვიულობისა და ათეროსკლეროზის დროს - ყოველდღე დალიეთ არანაკლებ 100 მლ ახალგამოწურული კიტრის წვენი. ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ პომიდვრის, ნივრის 20:20:1, ან შავი მოცხარის, ვაშლის, გრეიპფრუტის წვენი 2:2:1:1.

მაღალი ტემპერატურის დროს დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ 2-2 ს/კ კიტრის წვენისა და თაფლის ნაყენი.