კაკაოთერაპია - კვირის პალიტრა

კაკაოთერაპია

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც კაკაო შეიცავს, ააქტიურებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

- კაკაოს მარცვლები მდიდარია მიკროელემენტებით, მათ შორის ყველაზე მეტია რკინა და თუთია, შეიცავს ცხიმს, ცილებს, ნახშირწყლებს, უჯრედებს, B ჯგუფის ვიტამინებს. კაკაო  აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ერთი ფინჯანი კაკაო და 40 გ რძიანი შოკოლადი შეიცავს გულის მუშაობისთვის აუცილებელ სასარგებლო ფენოლის რაოდენობას. ალკალოიდები, კოფეინი და თეოთრომბინი, რომელსაც არომატული შოკოლადი შეიცავს, ხელს უწყობს კანის უჯრედების წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის ცელულიტს. კაკაოს ცხიმი წმენდს, ატენიანებს და არბილებს კანს.