10 მითი ყავაზე - კვირის პალიტრა

10 მითი ყავაზე

გავრცელებულია აზრი, რომ ყავა ამაღლებს წნევას, მოქმედებს გულზე, აყვითლებს კბილებს და აბერებს კანს...

ყავა სილამაზის მტერია

პირიქით, დღეს ყავას შეიცავს ბევრი კოსმეტიკური საშუალება: ანტიოქსიდანტები, რომელსაც ყავა შეიცავს, ებრძვის დაბერების ხელშემწყობ თავისუფალ რადიკალებს. კანი რომ გაახალგაზრდავდეს, ყავის ნალექში შეურიეთ ნაღები და წაისვით სახეზე.

ყავა ვნებს გულს

მსოფლიოში იაპონია პირველ ადგილზეა სიცოცხლის ხანგრძლივობით და მეორე ადგილზე - ყავის მოხმარებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს რომლებიც დღეში 3-4 ფინჯან ყავას სვამენ, ნაკლებად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც მას საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ყავა ამცირებს ღვიძლის ციროზისა და შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებს რისკს.

ყავა აყვითლებს კბილებს

ეს არასწორია, რადგან კბილის ემალზე პასუხს აგებს გენები.

ხსნადი ყავა არის ნატურალური

არასწორია, რადგან ხსნად ყავასაც ამზადებენ იმავე მასალისგან, რითაც დაფქულს. მოხალვის შემდეგ მარცვალს ფქვავენ, ხარშავენ და აშრობენ, მიღებული ექსტრაქტი თვისებებით იდენტურია დაფქული მარცვლებისგან მოხარშული ნალექიანი ყავის.

ყავა ასტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ხშირად ყავა აუმჯობესებს სწრაფად აზროვნების და რეაგირების უნარს (ეს ეფექტი ავლენს თავს ყავის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და გრძელდება რამდენიმე საათს.). მაგრამ ზოგიერთ ადამიანზე ყავა მოქმედებს პირიქით, ძილი ერევათ.

ყავა ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას

თუ ყავას სვამთ და დივანზე ისვენებთ, რა თქმა უნდა, წონაში ვერ დაიკლებთ. სამაგიეროდ, სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყების წინ, ფინჯანი ყავა აიძულებს ორგანიზმს, დაიწვას არა ნახშირწყლები, არამედ დაგროვილი ცხიმი, გარდა ამისა, ყავის რეგულარულად სმა ადამიანს უფრო ამტანს ხდის.

ყავა არარეკომენდებულია ფეხმძიმეებისთვის

დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1-2 ფინჯანი ყავა არ ავნებს არც მომავალ დედას და პატარას.

ყავა ამაღლებს წნევას

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს ყავასა და ჰიპერტონიას შორის.

ყავა ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს

შეიძლება ყავამ ორგანიზმში შეამციროს კალციუმის რაოდენობა და ეს მოხდება მაშინ, თუ თქვენ არ იღებთ ამ ელემენტს საკვებიდან (იღებთ ცოტა რძის პროდუქტებს, თევზს და სხვ.). ეს რომ არ მოხდეს, დაამატეთ ყავას რძე.

ყავა ნარკოტიკივითაა

სიგარეტისა და ალკოჰოლისგან განსხვავებით - ყავა მიჩვევას არ იწვევს, ამტკიცებენ მეცნიერები. თუმცა ყავის მილიონი მოყვარული არ დაგეთანხმებათ, რადგან, ვერ წამოუდგენიათ დილა დაიწყონ ყავის გარეშე, მით უმეტეს, როცა იციან, რომ ყავა არ არის მავნე, პირიქით სასარგებლოა.