წონაში დაკლება გსურთ? - კვირის პალიტრა

წონაში დაკლება გსურთ?

გთავაზობთ ბრინჯის დიეტას:

პირველი დღე

საუზმე: ვაშლი, ლიმონის წვენმოსხმული უმარილოდ მოხარშული 60 გ ბრინჯი, უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი (150 გ), ბოსტნეულის სალათა, ნედლი მწვანილითა და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთით შენელებული მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, ბოსტნეულით ან ორთქლზე მოხარშული სტაფილოთი შენელებული მოხარშული ბრინჯი.

მეორე დღე

საუზმე: გრეიპფრუტი,  1 ჩ/კ არაჟანმოსხმული მოხარშული ბრინჯი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, ჩაშუშული ბოსტნეული მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშული ბოსტნეული.

მესამე დღე

საუზმე: დარიჩინმოყრილი მოხარშული ბრინჯი, ვაშლი ან მსხალი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, კიტრის სალათა, მოხარშული ბრინჯი, 150 გ შემწვარი სოკო.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლიანი ბრინჯი.

მეოთხე დღე

საუზმე: ხილის სალათა, რძეში მოხარშული ბრინჯი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, სტაფილოიანი მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: კედრის კაკლით შენელებული ბოსტნეულის ბულიონი.

მეხუთე დღე

საუზმე: ქიშმიშიანი მოხარშული ბრინჯი, 1/2 ჩ/ჭ იოგურტი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, მწვანილის, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეულისა და მოხარშული ბრინჯის სალათა.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, მოხარშული ბრინჯი ნიგვზითა და ორთქლზე მოხარშული ისპანახის სალათით.

მეექვსე დღე

საუზმე: მოხარშული ბრინჯი, 4 ცალი ნიგოზი და რამდენიმე ცალი ლეღვი (ახალი ან ჩირი), იოგურტი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, მწვანილითა და ახალი ბოსტნეულით შეკაზმული მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, 1 ს/კ ნაღებმოსხმული მოხარშული ბრინჯი, 1-2 ვაშლი.

მეშვიდე დღე

საუზმე: მოხარშული ბრინჯი (გემოვნებით დაამატეთ ლიმონის წვენი ან თაფლი), ვაშლი ან მსხალი.

სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ მწვანე სალათა, მოხარშული ბრინჯი, ორთქლზე მოხარშული პომიდორი.

ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთმოსხმული მოხარშული ბრიჯი, 2-3 ც ზეთისხილი, ორთქლზე მოხარშული ყაბაყი.