იცით თუ არა, რომ...
იცით თუ არა, რომ...
ეს უზარმაზარი კენკრა - საზამთრო, რომელშიც 98% წყალია, 100%-ით დიეტური საკვებია. 100გ სულ 30 კკალორიაა. შეიცავს ფრუქტოზას, B1, B2, PP, C ვიტამინებს, მინერალებს: მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, კაროტინს, პექტინურ ნივთიერებებს და უჯრედისს, რომლის წყალობითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. საზამთრო ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ამდიდრებს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, მაგნიუმით. საზამთრო რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს, გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. რეკომენდებულია
მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნლობა აქვს დანიშნული.

ორგანიზმისთვის სასარგებლოა განტვირთვის 5-დღიანი დიეტა, რომლის დროსაც უნდა მიიღოთ მხოლოდ საზამთრო და შავი პურის პატარა ნაჭერი (ფორმულა ასეთია: 1კგ საზამთროს რბილობი სხეულის მასის 10კგ-ზე). თუ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, დაისვენეთ ერთი კვირა და კიდევ გაიმეორეთ. შეგიძლიათ დაამატოთ ყველი, უშაქრო შვრია,
მოხარშული უცხიმო ხორცი და თევზი. გახსოვდეთ, ეს დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, პოდაგრისა და საშარდე გზების დაავადებების დროს. ნაღველკენჭოვანი, თირკმელკენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს კი - უკუნაჩვენებია.

სანაღვლე გზების დაავადების დროს

1. კარგად გარეცხილი და გამშრალი საზამთროს ქერქი (თეთრი რბილობით) დააქუცმაცეთ, 2 ს/კ-ს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათით გააჩერეთ. გადაწურეთ და სვით. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა. კურსი გაიმეორეთ ზაფხულსა და შემოდგომაზე (გამომშრალი ქერქი შეგიძლიათ ქაღალდის პარკით შეინახოთ მაცივარში ან გრილ ადგილას. ასევე სამკურნალო თვისებები აქვს ამ კენკრის თესლს.
2. კარგად გარეცხილი და გამშრალი საზამთროს კურკა შეინახეთ. საჭიროების შემთხვევაში 2 ს/კ თესლი დაფქვით, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააგრილეთ და სვით 1/2 ჩ/ჭ ნაყენი დღეში 3-ჯერ.
3. სქელქერქიანი საზამთროს ქერქი გათალეთ, დაჭერით და იმდენი წყალი დაასხით, რომ დაიფაროს. ცოტა ხანს ხარშეთ, ოდნავ დარბილდება თუ არა, წყალი გადაწურეთ, დაუმატეთ იმდენი შაქარი, რომ წვენი გასქელდეს, დაამატეთ 2 ც ლიმონის წვენი და დაასხით საზამთროს ქერქს, ადუღეთ, გამორთეთ და გააჩერეთ 2-3 წუთი. ცხელივე ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ. ამ მურაბასაც სანაღვლე გზების სამკურნალო თვისება აქვს.
manana
27 ივნისი 2012 19:46
მაინტერესებს საზამთროს დიეტა თუ შეიძლება ჰორმონალური წამლების მიგების დროს.და თუ შეიძლება მითხარით როგორ გამოვთვალო წონის და სიმაღლის შეფარდებითი ფორმულა.მადლობა წინასწარ

თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები