სტრესი და ბუნებრივი ანტიდეპრესანტები
სტრესი და ბუნებრივი ანტიდეპრესანტები
სტრესის დროს სისხლში იზრდება ადრენალინის დოზა - რაც მადას აქვეითებს და თუ ეს დიდხანს გრძელდება, მაშინ გამოიყოფა სხვა ჰორმონი - კორტიზოლი, რომელიც პირიქით - აძლიერებს.

სტრესი ანადგურებს ორგანიზმში ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგს. ნერვიულობის დროს დიდი რაოდენობით იხარჯება B ჯგუფის ვიტამინები, მკვეთრად მცირდება მაგნიუმი. ამიტომაც სწორედ ნერვიულობის დროს თავს იჩენს ხოლმე ბევრი დაავადება.
ემოციები რომ დავიოკოთ, რაციონში უნდა შეიტანოთ მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.

მაგნიუმი ნეირომედიატორია, აუმჯობესებს ტვინისა და
ნერვული სისტემის მუშაობას. მაგნიუმით მდიდარია ქატო, შოკოლადი, კაკალი, ჭარხალი, ციტრუსები, სალათა. ეს პროდუქტები დაგეხმარებათ დამშვიდებაში, გაგათავისუფლებთ შიშისგან.

B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებას. მაგალითად, B5 ანტისტრესული ვიტამინია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს, სხვა ვიტამინების ათვისებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. მას შეიცავს ღვიძლი, კვერცხი, კაკალი, საფუარი და
ნებისმიერი მცენარეული ზეთი.
სტაფილო მდიდარია კაროტინით, რომელსაც აქვს აღმდგენი და გამაჯანსაღებელი თვისება, აძლიერებს ტვინის მუშაობას.

ბანანი შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნას.
ბანანი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომელიც ხელს უშლის გამღიზიანებელი ფაქტორების ორგანიზმზე ზემოქმედებას, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას
მწვანე ჩაის აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და ეწინააღმდეგება ბევრი დაავადების წარმოქმნას. კოფეინი, რომელსაც მწვანე ჩაი შეიცავს, ტონუსს მატებს ისე, რომ კოფეინი არ გროვდება ორგანიზმში, ხელს უწყობს ცხიმის წვას, აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

D ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ორაგული, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნას, რეკომენდებულია ნერვული დაძაბულობის დროს, ხოლო ცხიმმჟავა ომეგა-3 აწესრიგებს ტვინის ფუნქციას.
ხახვი შეიცავს ბევრ გოგირდოვან ნაერთს, რომლებიც თავის ტვინის უჯრედებს წმენდენ, აუმჯობესებენ მეხსიერებასა და გუნება-განწყობილებას.

პარკოსანი მცენარეები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა. ლობიო, ბარდა, ოსპი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, ვიტამინებით, მათ შორის ფოლიატით, რომელიც ხელს უწყობს ჰორმონების - დოპფამინისა და ნორადრენალინის გამომუშავებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხსნის სტრესს.
ვაშლი შეიცავს ფრუქტოზას, მაგნიუმს, კალიუმს, C და B ჯგუფის ვიტამინებს (განსაკუთრებით ბევრია B5 ვიტამინი). ფრუქტოზა მატებს ორგანიზმს ენერგიას, ამარაგებს თავის ტვინის უჯრედებს საკვები ნივთიერებებით, კალიუმი და მაგნიუმი აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.

me mchirs depresia nervozi da davowyeb chamas rac weria iqneb mishvelos.
05 მაისი 2017 15:05
Neta mishvelis?ra wamali ar davlie magram ar meshvela.
დავითი
29 მარტი 2017 22:15
ლობიო და პარკოსნები თუ ებრძვის დეპრესიას აბა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი, მთელი საქართველო მაგას ჭამს და დაგლეჯილი აქვთ ხალხს ნერვები.

როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?