ზღვის მარილი სილამაზის სამსახურში - კვირის პალიტრა

ზღვის მარილი სილამაზის სამსახურში

დაძაბული და დამღლელი სამუშაო გრაფიკი გაქვთ, ამასთან ცუდად გძინავთ, გირჩევთ, ზღვის მარილის აბაზანები გაიკეთოთ (შეგიძლიათ შეცვალოთ ჩვეულებრივი საჭმელი მარილით).

1კგ მსხვილად დაფქული ზღვის ან სამზარეულოს მარილი გახსენით 3 ლ წყალში და დაამატეს აბაზანაში წყალს. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 380ჩ. პროცედურის ხანგრძლივობა 20 წუთია. იოდირებული მარილი გამოდევნის სხეულიდან წყალს, გარდა ამისა, იოდიანი ორთქლი ამშვიდებს ნერვებს. ზღვისმარილიანი წყლით სახით დაბანა და ნიღბები ატენიანებს სახის კანს. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის თაფლი, ხაჭო, ნაღები და წვრილად დაფქული ზღვის მარილი. ნიღაბი წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ დაიბანეთ. ამ ნიღბის შემდეგ კანი გლუვი და მკვრივი გახდება. ასევე კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მარილის სკრაბი. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობის საჭმელი სოდა, ზღვის მარილი და სველი ხელით მსუბუქად, წრიული მოძრაობით წაისვით ტანზე. დაიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, სკრაბს დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი.

თუ ყელში გიღიტინებთ - 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ/კ ზღვის მარილი დღეში 4-ჯერ გამოივლეთ ყელში და თუ ჩვეულებრივ საჭმელ სოდას იყენებთ - დაამატეთ 1 წვეთი იოდი.

ხელების კანი რომ გლუვი, ელასტიკური გახდეს, ხოლო ფრჩხილებმა სიმაგრე შეიძინოს - 1 ჩ/ჭ თბილ წყალში გახსენით ერთი მწიკვი ზღვის მარილი და 10 წუთით ჩააწყვეთ ხელები.