ასთმა და ხალხური მედიცინა - კვირის პალიტრა

ასთმა და ხალხური მედიცინა

ასთმის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ხალხური მედიცინა გვთავაზობს:

- დაქუცმაცებულ 0,5კგ ხახვს დაასხით 1ლ წყალი, დაამატეთ 0,5 ჭიქა შაქარი და 1 ს/კ თაფლი. თავდახურულ ქვაბში ადუღეთ 3 საათი, პერიოდულად ურიეთ, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ ნახარში 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

- 1ჩ/კ გამხმარ ქრისტესისხლას დაამატეთ 1 ს/კ თაფლი და დაასხით 0,5 ლ მშრალი თეთრი ყურძნის ღვინო, ადუღეთ, მანამ არ დარჩება 125გ სითხე. მიიღეთ 60გ 2-ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსია თვეში ერთი კვირა.

- შეურიეთ ერთმანეთს 0,5კგ თაფლი, 100გ კარაქი და 70-70გ ნივრისა და პირშუშხას ფაფა. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი ჭამამდე ერთი საათით ადრე 2 თვის განმავლობაში.

- 250გ დაფქულ ყავას დაამატეთ 0,5კგ თაფლი, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1ჩ/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღებული ნაერთი გათვალისწინებულია 20 დღეზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

- 300გ პირშუშხას ფაფას შეურიეთ 5 ლიმონის წვენი. მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ უფროსებმა - თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, ბავშვებმა 5 წლის ასაკიდან 1/2-ჩ/კ დილას უზმოდ. უფროსებმაც და ბავშვებმაც მკურნალობა გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

- ფართოყელიან ჭურჭელში კანიანად ჩაჭერით (უკურკოდ) 7 ლიმონი, ზემოდან დააწყვეთ 3 ც კარგად გარეცხილი შინაური ქათმის ახალი კვერცხი, ჭურჭელი დადგით ბნელ და გრილ ადგილას, ყოველდღე დაამატეთ იმდენივე ლიმონი და კვერცხი. ბოლოს, ლიმონის რაოდენობა უნდა იყოს 49 ცალი, კვერცხისა - 21 ცალი. ერთი დღის შემდეგ დაამატეთ 3კგ თაფლი და ჭურჭელი დადგით ისევ ბნელ და გრილ ადგილას. ერთი თვის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ ნარევი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე ერთი კვირის განმავლობაში. მკურნალობის კურსი გააგრძელეთ წამლის დასრულებამდე.