ბალი გემრიელიც და მარგებელიც - კვირის პალიტრა

ბალი გემრიელიც და მარგებელიც

ორი ათასი წლის განმავლობაში ადამიანებმა ბლის 4 ათასამდე სახეობა გამოიყვანეს - წითელი, თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი... ყველა მათგანი გემრიელია და სასარგებლოც, რომლებიც ერთმანეთისგან არა მარტო ფერისა და გემოს მიხედვით განსხვავდებიან, არამედ პიგმენტური ნივთიერებების, შაქრისა და ორგანული მჟავების შემადგენლობით.

მუქი ფერის ბალში ბევრია ანტოციანები - ნატურალური წითელი და იისფერი პიგმენტები, რომლებიც განეკუთვნება ბიოფლავონოიდებს - ისინი ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს, იცავენ ორგანიზმს კიბოსგან და აქვთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. რაც უფრო მუქი წითელი ფერისაა ბალი, მით სასარგებლოა, საფრანგეთში რამდენიმე სპეციალიზებული ქარხანა აწარმოებს ბლის ღვინოს, რომელიც ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, წითელ ღვინოზე არანაკლებად ამაგრებს გულ-სისხლძარღვებს.

ბლის ღია ფერის სახეობებსაც აქვთ თავისი "ღირსებები" - იშვიათად იწვევენ ალერგიას.

ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა მჟავე ჯიშის ბალი. ბალს სიმჟავეს აძლევს ორგანული მჟავები (ჩ ვიტამინი და B9). ტკბილი ბალი წარმოქმნის კუჭ-ნაწლავში აირებს, იწვევს მეტეორიზმს.

ბალი არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს დიარეა და მეტეორიზმი, შებერილობა, დიაბეტი.

გაგაცნობთ ბალის სამკურნალო თვისებებს:

- წნევის დასარეგულირებლად ყოველდღე მიირთვით მუქი ფერის ბალი, რომელიც შეიცავს სისხლძარღვების კედლების გასამაგრებელ ნივთიერებებს.

- რკინა და სხვა ნაერთები, რომელსაც ბალი შეიცავს, ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, დღიური ნორმაა - 500გ.

- ბალი ხსნის სახსრებში ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებებს. სასურველია, ყოველდღე მიიღოთ ბლის კონცენტრირებული წვენი (1ს/კ 3-ჯერ დღეში).

- ჭრილობებზე დაიდეთ ბლის წვრილად დაჭრილი ნედლი ფოთლები.