ცეკვით მკურნალობა - კვირის პალიტრა

ცეკვით მკურნალობა

გახდომის დაუჯერებლად სასიამოვნო, მოდური და ლამაზი საშუალება, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემებსაც მოგიხსნით - ცეკვაა.

რიტმის გრძნობა, მოძრაობის გრაციოზულობა, არაჩვეულებრივი აღნაგობა, სიმსუბუქე - ცეკვის სიკეთის მცირე ნუსხაა, რაც მთავარია, ნახევარ საათში შეგიძლიათ დაწვათ 3000 კკალორია.

ცეკვის დროს არა მარტო დაიმუხტებით დადებითი ემოციებით, არამედ გაიმაგრებთ ზურგის და ფეხის კუნთებს.

დღეს მედიცინაში არის ასეთი მიმართულება - არტთერაპია, რომელიც ითვალისწინებს "ცეკვით მკურნალობასაც", პაციენტს სთავაზობენ ცეკვით განიტვირთოს წყენისა და უარყოფითი ემოციებისგან. ცეკვის დროს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა უკავშირდება ფიზიკურს - სხეული ხდება უფრო პლასტიკური, გუნება გამოგიკეთდებათ, შვებას გრძნობთ, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ. ცეკვის დროს უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა და სულ რამდენიმე თვეში მოგიწესრიგდებათ სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, დაგავიწყდებათ გაცივება, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, დეპრესია და წნევის მერყეობა.

თუმცა, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ცეკვასაც აქვს უკუჩვენება. მოცეკვავეთა ყველაზე "მტკივნეული" ადგილია - ფეხები, განსაკუთრებით თუ დაზიანებულია კოჭ-წვივები, მუხლები და მყესები.