გაინებივრეთ თავი ხილით - კვირის პალიტრა

გაინებივრეთ თავი ხილით

სახის კანის ნიღბები

1. ფორებს ავიწროებს და აუმჯობესებს სახის კანის ფერს:

კვერცხის ცილას შეათქვიფეთ ლიმონის ცედრა და წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით:

2. ასუფთავებს და აახალგაზრდავებს სახის კანს:

1ჩ/კ ლიმონის წვენს შეურიეთ 20გ საფუარი, დაამატეთ ცოტა თბილი რძე და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. აახალგაზრდავებს სახის კანს: წმინდად გახეხილ კიტრს დაამატეთ ბორის მჟავა (6:1) და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. ცხიმიანი სახის კანის დროს - სახეზე წაისვით ბამბის ტამპონით უცხიმო კეფირი. 15 წუთის მერე ჩამოიბანეთ.

5. მშრალი სახის კანს ასუფთავებს, ატენიანებს, ათეთრებს და კვებავს:

ა) კანგაცლილი დაჭრილი ვაშლი რძეში მოხარშეთ, გააგრილეთ და თბილი ფაფა წაისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ბ) გახეხილ კანგაცლილ ვაშლსა და სტაფილოს შეურიეთ 3ს/კ კეფირი, წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გ) 1/2 გათლილ, გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1 ს/კ თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ძმარი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. კარგად ათქვიფეთ და წაისვით სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამათეთრებელი ლიფტინგ-ნიღაბი: მწიფე, დაჭყლეტილ ქლიავს შეურიეთ 0,5 ჩ/კ არაჟანი და 1 ჩ/კ სახამებელი, წაისვით სახეზე და 20-30 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბაცი ფერის ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით.

მატონიზებელი ნიღაბი: 1ს/კ ქლიავის ახალგამოწურულ წვენს შეურიეთ კვერცხის გული, წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. 15-20 პროცედურის შემდეგ კანი გახდება ხავერდოვანი, გლუვი და პატარა ნაოჭებიც გასწორდება.

გაუხეშებული და აქერცლილი კანის დროს: 40 მლ ქლიავის წვენი წამოადუღეთ, დაამატეთ გათლილი, გახეხილი ვაშლი, 2-3 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე, გადმოდგით და ნახევარი საათი გააჩერეთ (ცხიმიანი კანის დროს ამ მასას დაამატეთ ათქვეფილი ცილა), წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ცხიმიანი და ნორმალური სახის კანის, ხელის მკვებავი და გამწმენდი ლოსიონები:

1. 2 ს/კ მარწყვი, 1 ს/კ ჟოლო ან 1 ს/კ შავი მოცხარი, კარგად გასრისეთ, დაამატეთ 300 გ არაყი და 10 დღე გააჩერეთ - ბნელ ადგილას. გადაწურეთ და გაიწმინდეთ სახე. გამოყენებამდე ლოსიონი გააზავეთ წყლით 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა კანი არ გამოშრეს.

2. თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული მუხის ქერქისა და კოთხუჯის ფესვების 2ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი, გაწურეთ და ნაყენით კანი გაიწმინდეთ.