დააძინე, პატარა! - კვირის პალიტრა

დააძინე, პატარა!

აღარ იცის, რა იღონოს დედამ, პატარამ რომ ჩქარა დაიძინოს. ამ პრობლემისგან გაგათავისუფლებთ 4 რჩევა:

- ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს 20 ც-ზე დაბლა. მეტად მნიშვნელოვანია პატარას არ სცხელოდეს. უმჯობესია, საძინებლიდან გაიტანოთ მტვრის ბუდეები: ხალიჩები, რბილი, დიდი სათამაშოები და სხვ.

- წყალს დაამატეთ (თუ ალერგიული არ არის) ლავანდის, წიწვის ან პიტნის ექსტრაქტის რამდენიმე წვეთი. ასეთი აბაზანა ამშვიდებს პატარას და განაწყობს საძილედ.

- საღამოობით, ძილის წინ, პატარას ნუ გადაღლით ემოციურად, ხმაურით, ქაოსით - რაც აღიზიანებს მას და უფრთხობს ძილს - სწორად შერჩეული საკვები დაეხმარება პატარას, სწრაფად დაიძინოს. ამიტომ საღამოს აჭამეთ ნატურალური იოგურთი, კენკრიანი ნაღები, ბანანიანი ფაფა.