იცით თუ არა, რომ... - კვირის პალიტრა

იცით თუ არა, რომ...

- ლავანდა მატონიზებელი და დამამშვიდებელია, ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს მას აჩქარებული გულისცემისა და არითმიის დროს. ლავანდის ეთეროვანი ზეთი აქვეითებს არტერიულ წნევას.

ლავანდის ზეთის კომპრესები და არომააბაზანები (არაცხელი) კარგია არითმიის დროს - 6 წვეთი ლავანდისა და 2 წვეთი ბარამბოს ზეთის ნარევის კომპრესი გაიკეთეთ გულზე.

ლავანდა არარეკომენდებულია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებითვის.

- კალიუმი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, ამსუბუქებს გულის კუნთების მუშაობას, ხელს უშლის ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას გულის სისხლძარღვებზე. კალიუმით მდიდარია ბანანი, კაკალი, პარკოსნები, გარგარი, გარგარის ჩირი, კაკაო.

გულის კუნთების გასამაგრებლად გაატარეთ ხორცსაკეპში კალიუმითა და ჩ ვიტამინით მდიდარი 3 ც ლიმონი, 200-200 გ შავი ქლიავი, ქიშმიში, ნიგოზი, დაამატეთ 250 გ თაფლი და შეინახეთ მაცივარში, ყოველდღე მიიღეთ თითო ს/კ.