როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში - კვირის პალიტრა

როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში

ზაფხულში, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ ფეხების ოფლიანობა, გირჩევთ:

- ცივი აბაზანის შემდეგ ფეხებზე დაიყარეთ ტალკი - ტერფებს დიდხანს შეუნარჩუნებს სიმშრალეს.

- გამოიყენეთ თუთიის, ტყვიის, ალუმინის ან ცირკონიუმის შემცველი ანტიპერსპირანტები, რომლებიც ავიწროებენ ფორებს, ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას.

- საღამოს სუფთა ფეხებზე წაისვით მენთოლის, სალიცილის მჟავას, სალბისა და გვირილის ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი და ბაქტერიოციდული თვისების მქონე კრემი.

- ღამით ფეხსაცმელში ჩააწყვეთ დეზოდორის კაფსულები და 3 თვე არ შეგაწუხებთ ოფლიანობა და სუნი.

თუ გაწუხებთ ფეხების შეშუპება და ეს არ არის გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა, თირკმლების, ღვიძლისა და ლიმფოსისტემის დაავადებებით, შეგიძლიათ თავად გაუმკლავდეთ: შეეცადეთ, წყალი დალიოთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე, ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი 3-5 სმ-იანი ქუსლებით.

გახსოვდეთ, ორგანიზში სითხეს აჩერებს ალკოჰოლი, შაქარი, მარილი, ყავა. არ დაჯდეთ ფეხი ფეხზე გადადებული - ეს სისხლძარღვებში აყოვნებს სისხლის მიმოქცევას. გირჩევთ, დღეში 2-ჯერ შეისხუროთ ფეხებზე ზღვის მარილიანი ხსნარი (1ჩ/კ:1ჩ/ჭ), შემდეგ ცივი წყალი. ზღვის მარილი ასუფთავებს კანს და ამაგრებს ძარღვების კედლებს.

ზაფხულში, განსაკუთრებით დღის მიწურულს, მკვეთრად შეიგრძნობა ფეხების დაღლილობა. ძირითადად ამ უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ოფისებში (და საერთოდ) მჯდომარე, ხანგრძლივი მუშაობა და ზედმეტი წონა. ფეხების დაღლილობას მოგიხსნით გინკგო ბილობის კრემი და გელი. ამ მცენარის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური თვისება, ხსნის შეშუპებას; ფეხების დაღლილობას შველის აბაზანები და ჰიდრომასაჟი.