ბრინჯაოსფერი გახდებით - კვირის პალიტრა

ბრინჯაოსფერი გახდებით

არა მარტო მზის აბაზანები დაგეხმარებათ მიიღოთ თანაბარი და ბრინჯაოსფერი ნარუჯი, არამედ ჩვეულებრივი პროდუქტებიც. ჩვენს კანში შემავალი მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული ნარუჯის ინტენსიურობა და შეფერილობა. ეს უნარი ჩადებულია გენურ დონეზე, ამიტომაც ქერები ნაკლებად ირუჯებიან, ვიდრე შავგვრემნები. მაგრამ ბუნებას შეიძლება ვაჯობოთ "ეშმაკობაში", მენიუში გავითვალისწინოთ ხილ-კენკრა და ბოსტნეული, რომლებიც დაგეხმარებათ გაირუჯოთ ბრინჯაოსფრად.

1. ჭამეთ ბეტა-კაროტინით მდიდარი სტაფილო, დაამატეთ სალათებს და დალიეთ მისი წვენი (მაგრამ არა უმეტეს დღეში 200 მლ-სა).

2. ლიკოპინი, რომელსაც ტომატი (პომიდვრის წვენი) შეიცავს, კანის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

3. ჟოლო ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს და ამკვრივებს კანს.

4. გარგარი ხელს უწყობს მელანინის გამომუშავებას, დაიცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან.

5. ყურძენი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას და ხელს უშლის მზით დამწვრობას.

6. ლუტენინის წყაროა მოცვი, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს თვალებს.

7. ვაშლი შეიცავს ანტიოქსიდანტ კვარცეტინს და იცავს კანს დაბერებისაგან.

8. საზამთრო არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს და აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ნარუჯიც თანაბარია.

9. ნესვი საგრძნობლად აუმჯობესებს ნარუჯის ფერს. გახსოვდეთ, ნესვი მიიღეთ სხვა პროდუქტებისაგან ცალკე.

10. C და E ვიტამინებით მდიდარი ციტრუსები ხელს უშლის ინტენსიური ინსოლიაციის დროს პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.

სპეციალისტები გირჩევენ: თუ გსურთ ბრინჯაოსფერი გქონდეთ, სვით ნაკლები ჩაი, ყავა, კაკაო, უარი თქვით ალკოჰოლზე, შოკოლადზე, მარინადებზე, მარილიანზე, გაზიან სასმელებზე, რადგან ეს პროდუქტები აფერხებენ ორგანიზმში მელანინის წარმოქმნას.