ხალხური მედიცინა გვირჩევს... - კვირის პალიტრა

ხალხური მედიცინა გვირჩევს...

1. თუ ცხვირიდან სისხლი წაგსკდათ, ცხვირის ფუძეზე დაიდეთ ცივი კომპრესი (პაკეტი ყინულით ან ცივ წყალში დასველებული ქაღალდი ან ქსოვილის ცხვირსახოცი), სისხლი შეჩერდება. ზოგჯერ საკმარისია ცხვირის ნესტოზე, იმ მხარეს,  საიდანაც სისხლი მოგდით, დაიჭიროთ თითი. შეიძლება სისხლი შეაჩეროთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის ტამპონით.

ცხვირის სისხლძარღვების გასამაგრებლად:

- ცხვირი გამოირეცხეთ ზღვის მარილიანი წყლის 1/2 ჩ/კ ზღვის მარილი: 1 ჩ/კ თბილი ანადუღარი წყალი.

- დროდადრო ცხვირის ნესტოებში გამოისვით მცენარეული ზეთი ან ვაზელინი.

- მიიღეთ ჩ ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ლიმონი, ფორთოხალი, ასკილის ნახარში, შავი მოცხარი.

- რეგულარულად მიიღეთ კონტრასტული შხაპი.

- 10 გ ძახველის ქერქს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ.

2. ჭუჭყიანი ხელების დაავადებას (დიზენტერიას) შეიძლება მოევლოს:

- რეგულარულად სვით ასკილის ნახარში, პირველსავე დღეს თავს უკეთესად იგრძნობთ.

- 100 გ შვრიის ფანტელს დაასხით 1ლ ცივი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, ადუღეთ შესქელებამდე და მიირთვით, კურნავს კუჭ-ნაწლავს.

- თაფლის ალერგია თუ არა გაქვთ, მიიღეთ დღეში 100გ. თაფლი გამოდევნის ორგანიზმიდან დიზენტერიის ჩხირებს.

- დიზენტერიის მძიმე ფორმის დროს 2 ს/კ ცხრატყავას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, კარგად გაწურეთ და მთელი ნაყენი მიიღეთ ერთბაშად. ნაყენი უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, გამოჯანმრთელებამდე.

- დიზენტერიას შველის შავი მოცვის ნახარში.

3. უმეტეს შემთხვევაში ჰიპერტონიკებზე უარყოფითად მოქმედებს ამინდის ცვალებადობა. ამ მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ ხალხური საშუალებები:

- 1,5 ს/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ მზიურას (კულმუხოს) დაასხით 500 მლ არაყი და ერთი კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

- თერმოსში დააყენეთ ასკილის ნაყენი და სვით თაფლთან ერთად ამინდის ცვლილების წინ.

- თავის ტკივილის დაწყებისთანავე სვით პიტნიანი რძე: 1ჩ/კ გამხმარ პიტნის ფოთლებს დაასხით 200 მლ ცხელი რძე, 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ ფოთლები და რძე კიდევ 30 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

- თუ ამინდის ცვალებადობას თან სდევს წნევის მომატება, 1ს/კ სამკურნალო ძიძოს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 4 საათი, შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე, გაწურეთ და სვით 100 მლ ნაყენი დღეში 2-ჯერ. წნევა დაიწევს.